კრუიფს რომ ეს "ბარსელონა" ენახა, თავს ხელებში ჩარგავდა

კრუიფს რომ ეს "ბარსელონა" ენახა, თავს ხელებში ჩარგავდა

2016 წლის 24 მარტს, იოჰან კრუიფი გარდაიცვალა. ამ პერიოდში "ბარსა" შესანიშნავ ფორმაში იყო, წინა სეზონი ტრიპლეტით დაასრულა და ახალი სეზონიც ბრწყინვალედ დაიწყო.

კრუიფს რომ დღევანდელი "ბარსა" ენახა, თავს ხელებში ჩარგავდა.

როსელის ჩამოცილებითა და ბართომეუს დანიშვნით, კლუბმა ცოტა ამოისუნთქა. ამას მოყვა ბევრისთვის მოულოდნელი ტრიპლეტი და "ბარსელონა" ისევ საუკეთესო ბრენდი გახდა. კლუბს ყავდა MSN და ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო გვარდიოლას ხელწერა ნახევარდაცვაში.

კრუიფის გარდაცვალების დროს, "ბარსას" ტრებლის გამეორების კარგი შანსი ჰქონდა. ლიდერობდნენ ჩემპიონატს, გასულები იყვნენ თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგიდან გაისტუმრეს ლონდონის "არსენალი".

სამწუხაროდ, ყველაფერი უკან წავიდა.

ოთხი წლის შემდეგ არ არის ის რეალობა, რომელსაც კრუიფი ისურვებდა. "ბარსა" ვეღარ ბრწყინავს. კლუბი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ჩემპიონატში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე საშინლად გამოდის.

"ბარსას" პრესტიჟი შელახა პარიზში, ტურინში, რომსა და ლივერპულში განცდილმა მარცხმა.

ნეიმარის წასვლით მიღებული ჭრილობა, დღემდე მოუშუშებელია. ამას მოყვა მისი შემცვლელების ძიების უშედეგო მცდელობები. ვერც დემბელემ, ვერც კოუტინიომ და ვერც გრიზმანმა გაამართლეს.

სამაგიეროდ დაიხარჯა 400 მილიონი, რომლის ნახევრის ამოღებაც კი პრობლემა იქნება.

ცუდად მუშაობს აკადემიაც. ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალში, "ბარსას" აღზრდილმა შვიდმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. დღეს, თითქმის იგივე ფეხბურთელები ქმნიან გუნდში ამინდს, ახალი სისხლი კი არ ჩანს. გამონაკლისი ალბათ ანსუ ფატია.

ბართომეუს მიმართ არსებობს იმდენი კითხვა, რამდენიც არასდროს. ფანებმა, პროტესტის ნიშნად, ტრადიციულად იქნიეს სტადიონზე თეთრი ხელსახოცები. ამას მოყვა ბოტების სკანდალი და დაძაბულობა ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას შორის.

მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობაც. კლუბში იმაზე დიდი ვალია, ვიდრე წესით და რიგით უნდა იყოს.

ეს არ არის კლუბი, რომლის ნახვასაც იოჰან კრუიფი ისურვებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 მარტი 2020 19:05
    0
    ჩვენ დაგვაგლიჯეს ნერვები და იოჰანს გადარევდნენ ესენი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 მარტი 2020 13:09
    7
    "2016 წლის 24 მარტს, იოჰან კრუიფი გარდაიცვალა. ამ პერიოდში "ბარსა" შესანიშნავ ფორმაში იყო, წინა სეზონი ტრიპლეტით დაასრულა და ახალი სეზონიც ბრწყინვალედ დაიწყო".

    ზუსტად ერთ კვირაში კი "შესანიშნავ ფორმაში" მყოფ ბარსელონას რეალმა კამპ ნოუზე 10 კაცით 2-1 მოუგო.
    და არ დამავიწყდება რეალელების მოლოცვა თქვენი გუნდის ფილოსოფიის მომგონი და ბარსა ერთ კვირაში მოკვდნენო. რონალდუმ ბოლო წუთებზე გატანილი გოლი საზიზღრად აღნიშნა: "დაწყნარდით მე აქ ვარო" გახსოვთ, გულზე რო ირტყავს ხელს და მერე მოედანზე რო გვაჩვენებს. რამოსმა, რომელიც როგორც ყოველთვის მესის მოცელვაზე გააგდეს მეორე ტაიმში, ამაყად განაცხადა თამაშის შემდეგ, "რო მცოდნოდა ბარსელონას 10 კაცითაც ვეყოფოდით, თავიდანვე გავიდოდი თამაშიდანო" ისე რომ ეს იყო ჩემთვის საშინელი მომენტი.
    Culé [?]
    #3 25 მარტი 2020 12:31
    11
    კრუიფი არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი ფრხბურთის ისტორიაში.. ამ ადამიანმა ფეხბურთი ხელმეორედ გამოიგონა და ახალ დონეზე აიყვა.ა უანრავი მწრთვნელის და ფეხბურთელის ინსპირაცია გახდა რომლებმაც მის ემდეგაც გააგრძელეს ამ სპორტის განვითარება.

    მშვიდად განისვენე დიდო იოჰან ❤
    --------------------

    ForçaBarça
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 მარტი 2020 12:15
    7
    გამოსავალი ერთია. ან კორონა ბართოს ან 7 გრამიანი ტყვია შუბლში. მეორე ჯობია უფრო სანდოა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 მარტი 2020 12:06
    4
    საფლავში ტრიალებს კაცი ამ ბარსას შემხედვარე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued