Tuttosport: "იუვენტუსი" "ბარსელონას" ფერან ტორესისთვის ბრძოლაში უგებს

Tuttosport: "იუვენტუსი" "ბარსელონას" ფერან ტორესისთვის ბრძოლაში უგებს

ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" "ვალენსიას" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ფერან ტორესისთვის ბრძოლაში უგებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი", კატალონიელებისგან განსხვავებით, "ღამურების" ტალანტის აგენტს უკვე დაუკავშირდა.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არც "ბარსელონა" და არც "იუვე" ტორესისთვის 100 მილიონის გადახდას არ აპირებენ. ისინი ფერანის კონტრაქტის ამოწურვას დაელოდებიან, რომელიც 2021 წლამდეა გათვლილი.

რა თქმა უნდა, "ვალენსია" ფერან ტორესს ასე ადვილად არ დათმობს. გავრცელებული ცნობების თანახმად, "ღამურები" ახალგაზრდა ტალანტის კიდევ რამდენიმე წლით შენარჩუნებას შეეცდებიან. გასულ კვირას Goal-მა გვაუწყა, რომ ფერანმა "ღამურების" შეათავაზება უარყო.

ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკითხავია, რამდენად შეძლებს "ბლაუგრანა" მის შეძენას, სანამ თავისუფალი აგენტი არ გახდება.

ფერანის "ვალენსიას" პირველ გუნდში დებიუტი ორი წლის წინ შედგა. მან, ყველა ტურნირის ეგიდით, ჩატარებულ 37 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 24 მარტი 2020 19:56
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    აუარი დავითრიოთ და კიბატონო წაიყვანოს იუვემ ეს

    ეს მარჯვენა ვინგერია. მესის პოზიციაა. ტრინკაო და დემბელეც თამაშობენ მაგ პოზიციაზე და არ მოიყვანენ ამას. აუარი კიდე საყიდელია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 მარტი 2020 19:33
    2
    აუარი დავითრიოთ და კიბატონო წაიყვანოს იუვემ ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued