"ლაიფციგი" ვერნერის ტრანსფერზე: ყველაფერი შესაძლებელია

"ლაიფციგი" ვერნერის ტრანსფერზე: ყველაფერი შესაძლებელია

მიმდინარე წლის ზაფხულში "ბარსელონას" მთავარი ამოცანა ლუის სუარესის შემცვლელის დამატება რომ იქნება, ეს საიდუმლო არავისთვისაა. ცნობილია ისიც, რომ მთავარი კანდიდატი ლაუტარო მარტინესია, არგენტინელს კი რამდენიმე ალტერნატივა ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთია "ლაიფციგის" ახალგაზრდა შემტევი ტიმო ვერნერი.

როგორც ირკვევა, გერმანული კლუბი 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ გამორიცხავს. Sport1-ს მიერ ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას "ლაიფციგის" სპორტულმა დირექტორმა, მარკუს კროშემ ასე უპასუხა: "ყველაფერი შესაძლებელია. არ ვიცით, როგორ განვითარდება სატრანსფერო ბაზარი. ჩვენ ძალიან ნისლიან კრისტალის ბურთში ვიყურებით.

არ ვიცით, როგორი რესურსები გვექნება ჩვენ და რა ვარიანტები ექნებათ სხვა კლუბებს. ინგლისშიც ჩვენი მსგავსი სიტუაციაა. პრობლემები ინვესტორებსაც აქვთ. კრიზისი მთელს მსოფლიოს ეხება. დღეს ვერ შევაფასებთ შედეგს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუ ეს სიტუაცია 6 თვე გაგრძელდება."

გავრცელებული ინფორმაციით, ტიმო ვერნერის გამოსასყიდი თანხა 55 მილიონი ევროა, მაგრამ როგორც მარკუს კროშეს კომენტარიდან ირკვევა, ფინანსურმა კრიზისმა, შესაძლოა, კლუბს ფეხბურთელის უფრო იაფად დათმობა აიძულოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 მარტი 2020 19:29
    1
    მოიყვანეთ ეს ბიჭი მოიყვანეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 24 მარტი 2020 15:25
    1
    გრიზმანი და დემბელე, რომ გაეყიდათ და სანე და ვერნერი, რომ მოეყვანათ იქნებოდა იდეალური ვარიანტი, მესი აკარად ვერ ეგუება გრიზმანს და ამ სიტუაციის შეცვლა შეუძლებელია სამწუხაროდ.
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    წევრი [?]
    #3 24 მარტი 2020 13:27
    1
    სანე ვერნერი მესი, ვერნერის უკან გრიზმანი, დემბელე მესის შეცვლოს მეორე ტაიმში, ცენტრს დე იონგი და არტურიბგაამაგრებენ, დაცვია ხაზში ხიმენესი, ლაპორტი დე ლიხტი ან კიმპემბე არის საჭირო და ფლანგენზე ალაბა და ბელერინი ასეთი არის ჩემი dream team
    ფანი [?]
    #2 24 მარტი 2020 12:12
    4
    50 მილიონად თუ მოგვცეს შეეშვან ლაუტაროს და ნეიმარზე იჩალიჩონ. ნეიმარი ვერნერი ბეეკი ტრინკაო კუკურელია ტოდიბო ალენია ესენი მოიყვანონ ამ ზაფხულს. გაუშვან ფირპო რაკეტა ვიდალი გრიზმანი კოუტინიო ბრაიტვეიტი ფატი იჯარა. პუჩი დააწინაურონ
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 მარტი 2020 12:04
    3
    ხოდა მოვიყვანოთ ეს 70 მილიონად და რაკიტიჩად გამოგვატანენ