ლუის სუარესი - 9 გოლი ისტორიულ მიღწევამდე

ლუის სუარესი - 9 გოლი ისტორიულ მიღწევამდე

"ბარსელონას" ურუგვაელ ვარსკვლავს, ლუის სუარესს, სულ ცოტა აკლია იქამდე, რომ კატალონიური კლუბის ისტორიაში უფრო დიდი კვალი დატოვოს.

Squawka-ს ცნობით, 33 წლის თავდამსხმელის აქტივში ამ დროისთვის "ბლაუგრანას" მაისურით 191 გატანილი გოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 200-გოლიანი ნიშნულის მიღწევამდე მხოლოდ 9 ბურთი აშორებს. სუარესს შანსი აქვს, ამ შედეგით "ბარსელონას" ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი გახდეს.

ურუგვაელ შემტევს 191 გოლის გასატანად 270 მატჩი დასჭირდა. ის ამჟამად "ბარსას" ყველა დროის მე-4 საუკეთესო ბომბარდირია. სუარესზე წინ მხოლოდ ლიონელ მესი, სეზარ როდრიგესი და ლადისლაო კუბალა იმყოფებიან.

ლუის სუარესმა მიმდინარე სეზონში ტრავმამდე 23 თამაში ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 მარტი 2020 23:13
    1
    წესით მეორე ადგილზე უნდა გადავიდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 23 მარტი 2020 22:43
    1
    ციტატა: GUGU MSN
    მესსი სუარესი და ნეიმარი უნდა შევიდნენ ისტორიაში სამი საუკეთესო ბომბარდირი <3

    ნეიმარი ვერსად ვერ შევა და ზოგადად ეგ თუ დაბრუნდა მაშინ ბარსა აღარ იქნება mes que un club.ჩავიმ თქვა ბარსადან წასულები აქ ვეღარ დაბრუნდებიანო და თუ მოვიდა მწვრთნელად გამორიცხეთ ნემიკოს ტრანსფერი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 მარტი 2020 22:12
    0
    0,7 მეტი გოლი თამაშში, ანუ სამ თამაშში ორ გოლზე ცოტა მეტი. ძალიან მაღალი შედეგია. რონალდუს ოდნავ უკეთესი აქვს სადღაც 0,76. მესის 0.84.
    Culé [?]
    #1 23 მარტი 2020 20:14
    0
    თუ დარჩა ერთი წელი კიდევ უეჭველი გაიტანს
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი