რას გულისხმობს მე-17 მუხლი და როგორ დაეხმარება ეს "ბარსას" ნეიმარის დაბრუნებაში
- 23-03-2020, 21:53
-
marusa barcelona
- 6

ESPN-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არ აპირებს უკან დაიხიოს ნეიმარისთვის ბრძოლაში და ეცდება ბრაზილიელის ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანოს. კატალონიელები ამას ერთხელ უკვე ეცადნენ 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.
ესპანური Sport-ის ცნობით კი, ნეიმარი თანახმაა "ბარსელონაში" დაბრუნდეს, აიძულოს პსჟ-ს ხელმძღვანელობა მის გაშვებას დათანხმდეს. ნეიმარს ამ მიზნის მისაღწევად ერთი ბერკეტი აქვს და ეს არის ფიფას დოკუმენტი - რეგულაციები ფეხბურთელების სტატუსისა და ტრანსფერების შესახებ.
ფიფას ამ დოკუმენტის მე-17 მუხლის თანახმად, ფეხბურთელს შეუძლია კონტრაქტი საპატიო მიზეზის გარეშე გაწყვიტოს, თუკი მოთამაშესა და კლუბს შორის კონტრაქტის გაფორმებიდან გასულია 3 წელი.
ენდი ვებსტერი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც აღნიშნული მუხლი გამოიყენა, გაწყვიტა კონტრაქტი "ჰართსთან" და "ვიგან ატლეტიკში" გადავიდა.
მიმდინარე სეზონის ბოლოს, 2020 წლის 3 აგვისტოს ზუსტად 3 წელი იქნება გასული მას შემდეგ, რაც ნეიმარმა "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიელს კი ამ მუხლის სათავისოდ გამოყენებაც შეეძლება. თუმცა არსებობს გარკვეული რისკფაქტორებიც. მაგალითად, კომპენსაციის გადახდა კლუბისთვის. ვებსტერის შემთხვევაში ფიფას სპორტულმა საარბიტრაჟომ იგი 150 000 ფუნტ-სტერლინგით დააჯარიმა. ეს სწორედ ის თანხა იყო, რომელსაც ვებსტერი "ჰართისგან" მიიღებდა, თუ "ვიგანში" არ წავიდოდა.
ნეიმარის შემთხვევაში კი კომპენსაცია, შეიძლება, 170 მილიონი ევრო იყოს, რადგან ბრაზილიელი წლის განმავლობაში 36 მილიონ ევროს გამოუმუშავებს, ხოლო პსჟ-მ მის შეძენაში რეკორდული თანხა - 222 მილიონი ევრო გადაიხადა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]