ემერსონი: ესპანეთში ბევრად უკეთესი გავხდი
"ბეტისის" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, ემერსონ დე სოუზა თვლის, რომ ესპანეთში გადასვლის შემდეგ ბევრად უკეთესი გახდა.
"თითქმის ყველა ასპექტი გავაუმჯობესე. უფრო ტექნიკური გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე და დაცვაშიც ბევრად უკეთ ვთამაშობ.
ბრაზილია? ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ნაკრებში მოხვედრა მინდა", - განაცხადა ემერსონმა.
შეგახსენებთ, ხელშეკრულების თანახმად, ბრაზილიელი მომავალ წელს "ბარსელონაში" გადმოვა. რაც შეეხება მის ბრაზილიურ კარიერას, ემერსონი "პონტე პრეტას" აღზრდილია, სადაც 2016-2018 წლებში ასპარეზობდა, ხოლო 2018-2019 წლები "ატლეტიკო მინეიროში" გაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]