კარლეს პერესი: კარანტინში ყოფნა ცოტათი რთულია

კარლეს პერესი: კარანტინში ყოფნა ცოტათი რთულია

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, კარლე პერესი, რომელიც იანვარში "რომაში" გადაბარგდა, თვითიზოლაციაში იმყოფება.

იმის გათვალისწინებით, რომ იტალია სიკვდილიანობის მაჩვენებლით ჩინეთსაც კი უსწრებს, ახალგაზრდა ფეხბურთელს კარანტინის გავლა უწევს.

ახლა კი 22 წლის ტალანტი Mundo Deportivo-სთან საუბრობს.

"ჩემი ცხოვრების სიყვარული და მეგობრებთან ერთად გართობა მომენატრა. ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყოველდღიურ, უმნიშვნელო ქმედებებს ვაფასებთ. მაგალითად, ჩახუტებას, კოცნასა და უბრალოდ ურთიერთობებს.

კარანტინში ყოფნა ცოტათი რთულია, მით უმეტეს, როდესაც შენი ოჯახი საკმაოდ შორსაა. გამიმართლა, რომ კარგი ბაღი და საცურაო აუზი მაქვს.

ყოველ დილით ვდგები, ვსაუზმობ და ვარჯიშს ვიწყებ. ფორმის შესანარჩუნებლად შრომა აუცილებელია, რადგან ოდესღაც მოედანზე დაბრუნება მომიწევს", - ამბობს ფორვარდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 მარტი 2020 19:53
    1
    უხ, ამის გამაზული ოსასუნასთან არ მავიწყდება, რა ორი ქულა დაგვაკარგინა. 90-ე წუთზე რო 5 მეტრიდან ვერ დაარტყა.