კოუტინიო "ბარსელონაში" გადასვლას ინანებს, თუმცა "ლივერპულში" არ დაბრუნდება 

კოუტინიო "ბარსელონაში" გადასვლას ინანებს, თუმცა "ლივერპულში" არ დაბრუნდება 

თავისი ოცნებების განსახორციელებლად ფილიპე კოუტინიომ მერსესაიდული კლუბი დატოვა და "კამპ ნოუზე" გადაინაცვლა. თუმცა ბრაზილიელმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და "ბარსელონამ" იგი იჯარით "ბაიერნში" გაუშვა. მოთამაშე "ბლაუგრანას" საკუთრებაშია, მაგრამ მისი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. დაბრუნდება კოუტინიო "ბარსელონაში", თუ კარიერას სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გააგრძელებს?

ამ კითხვაზე თავისი პასუხი აქვს ემანუელ პეტის. "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ამბობს, რომ კოუტინიო "ბარსელონაში" გადასვლას ინანებს, თუმცა "ლივერპულში" ვერ დაბრუნდება.

"მე რომ ფილიპე კოუტინიო ვიყო, ყოველ დილით გაღვიძებისას საკუთარ თავს ვკითხავდი - რატომ? რატომ გავაკეთე ეს? რატომ წავედი ესპანეთში?

იცით რატომ ვამბობს ამას? მეც იგივე დღეში ვიყავი. მეც დავტოვე "არსენალი" "ბარსელონას" გამო და მეც იმავეს ვეკითხებოდი ჩემს თავს. რატომ დავტოვე? რატომ? გულახდილად რომ გითხრათ, დარწმუნებული ვარ, კოუტინიო უკვე ამას აკეთებს. საკუთარ თავს ამ კითხვებს უსვამს.

ბრაზილიელი ახლა "ბაიერნში" თამაშობს. ხანდახან კარგად თამაშობს, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მუდმივად მოსახვედრად ეს საკმარისი არაა. კოუტინიოს სათამაშო სტილი ინგლისის ჩემპიონატისთვის ზედგამოჭრილია. მას აქვს მოედნის ხედვა, სიჩქარე, შეუძლია შეტევა და მომენტების შექმნა.

ყველამ ვიცით რა შეუძლია მას. როდესაც ის "ლივერპულში" თამაშობდა, მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ვისურვებდი, რომ კვლავ პრემიერ ლიგაში დაბრუნებულიყო, თუმცა მერსესაიდულ კლუბში გამორიცხულია.

როდესაც "ბარსელონაში" ვიყავი, მათ ჩემი "არსენალში" დაბრუნება სურდათ, ამ ფაქტით აღელვებული ვიყავი. თუმცა, დღის ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი - ემანუელ, საკუთარ თავთან მართალი უნდა იყო. შენ "არსენალი" რაღაც მიზეზის გამო დატოვე.

კოუტინიოს წასვლის შემდეგ "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ძალიან ახლოსაა პრემიერ ლიგის ტიტულთან. მერსესაიდულ კლუბს ბრაზილიელი არ სჭირდება და რატომ უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის?" - ციტირებს პეტის სიტყვებს Goal.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 21 მარტი 2020 13:57
    0
    ამის თამაში კარგად მახსოვს, მსოფლიოზე მე-3 ბურთი რო გაუტანა ბრაზილიას, ზიდანის დუბლის შემდეგ 1998-ში, გრძელი ქალური თმით.
    Culé [?]
    #3 21 მარტი 2020 13:43
    0
    შენ თუ ვერ მოერგე და ვერ ივარგე ბარსასთან რა გინდა და რა გაწუწუნებს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 21 მარტი 2020 01:22
    2
    ეს ფრანგი პიჟონი ხომ არ იხმარეს ბარსაში თავის დროზე??? ასეთი დაბოღმილი ტიპი იშვიათია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 მარტი 2020 23:38
    8
    ნერვები მეშლება ესეთ განცხადებებზე დააბრუნეთ კოუტინიო ამის ჯინაზე უნდა იფრინოს მომდევნო სეზონიდან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued