რონალდ კუმანმა ფრენკი დე იონგზე ისაუბრა

"ბარსელონას" ლეგენდა და ნიდერლანდების ნაკრების ახლანდელი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" ჰოლანდიელ ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს, არასწორად იყენებს.
"დე იონგი, თუნდაც მას სასურველი პოზიცია არ ეკავოს, მნიშვნელოვანია, რომ თამაშობს. ფრენკი ეროვნულ ნაკრებში უფრო სიღრმიდან მოძრაობს, მაგრამ ჩვენ სქემაში 2 საყრდენი ნახევარმცველია, "ბარსელონაში" კი - ერთი და 2 ცენტრალური ნახევარმცველი. კატალონიელები ზოგჯერ 4 ცენტრალური შუახაზელითაც თამაშობენ.
პოზიცია, სადაც დე იონგი ახლა თამაშობს, ეროვნული გუნდისა და "აიაქსისგან" განსხვავებულია. ის უფრო წინ თამაშს სწავლობს. ეს ყველაფერი ცუდი არაა, თუმცა ფრენკის ამჟამინდელი პოზიცია მისთვის საუკეთესო არაა. ვფიქრობ, ის სიღრმიდან უფრო უკეთ თამაშობს." - ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.
ფრენკი დე იონგი "ბლაუგრანაში" მის საუკეთესო პოზიციაზე ხშირად ვერ თამაშობს, რადგან კატალონიურ გუნდში ძირითადი საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]