"ბარსელონა" 19 წლის ბრაზილიელს იმატებს

"ბარსელონა" 19 წლის ბრაზილიელს იმატებს

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ბრაზილიურ "სან პაულუსთან" 19 წლის თავდამსხმელის, გუსტავო მაიას ტრანსფერი შეათანხმა.

წყაროს ცნობით, "სან პაულუს" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ "ბლაუგრანამ" ბრაზილიელ ტალანტში 1 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა, თანხის დანარჩენ ნაწილს, 3.5 მილიონს კი კატალონიელები 30 ივნისამდე გადაიხდიან.

გუსტავო ბრაზილიის მომავალ ვარსკვლავად ითვლება. ის "სან პაულუს" 2014 წელს 13 წლის ასაკში შეუერთდა. მაია მემარჯვენე, მაგრამ ის ძალიან ტექნიკურია და მარცხენა ფეხსაც შესანიშნავად იყენებს. მას შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მაგრამ გუსტავო თავს ყველაზე კომფორტულად გარემარბად გრძნობს.

გუსტავო მაიამ მიმდინარე სეზონში "სან პაულუს" ახალგაზრდულ გუნდებს შორის თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონში ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებებშიც ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 20 მარტი 2020 18:21
    0
    ციტატა: Berlinetta♥
    ბიჭო მარტინელი როგორ დაიწუნეს, არადა სხვა დონის ვინგერია, მებრძოლი და ჟილკიანი ბიჭია, იქნებ წაართვან არსენალს რამენაირად ... უკან-უკან მიდის ჩვენი სკაუტების საქმე, ბაზაზე ყავდათ და დაიწუნეს

    მაგ კი არა კოუტო ვერ მომინელებია ისე გაუშვეს ხელიდან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 20 მარტი 2020 14:57
    2
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: Berlinetta♥
    ბიჭო მარტინელი როგორ დაიწუნეს, არადა სხვა დონის ვინგერია, მებრძოლი და ჟილკიანი ბიჭია, იქნებ წაართვან არსენალს რამენაირად ... უკან-უკან მიდის ჩვენი სკაუტების საქმე, ბაზაზე ყავდათ და დაიწუნეს

    გინდა ცენტრფორვარდად დააყენე გამტანიცაა სუარესს წააგავს სტილით. რამდენი მაგარი ტალანტია დღეს ბრაზილიაში, გაბრიელ ვერონი პედრინიო, ენტონი, ჯორგე, გიმარაეში ჰენრიკე და ესენი ვინებს იმატებრნ. რეალმა წახიკა ყველა, ის რეინერ ჯესუსიც მაგარი ბიჭია როგორ დათმეს. ამათ კიდე ჭ კლასის ბრაზილიელები მოყავთ, მატეუსი, იუვედან პერეირა, ეხლა კიდე ეს.. კაი რა

    ბრაზილიაში ვინც თავი წამოყო ნორმალურმა ნეიმარის შემდეგ, კაზემიროდან დაწყებული რეინერით დამთავრებული, ყველა რეალმა წაიყვანა , მარჯვენა მცველი რომ მოწონდათ 17 წლის ბიჭი, ის სიტიმ წაიყვანა ... ყველანაირ ბრძოლას აგებენ ყველასთან როცა საქმე მომავლის ფეხბურთელ ეხება ... ედეგორი, რეინერი, ვინი, ვალვერდე, ჰაკიმი, როდრიგო, კუბო, + მბაპეს დაიმატებენ და უკვე ისეთ კამანდას ზრდიან, შეთამაშებაღა რომ იქნება დარჩენილი... ჩვენ კიდევ რაკიტიჩი ვერ მოვიშორეთ ამდენი ხანი....
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #6 20 მარტი 2020 14:28
    3
    მაია და მისი ჯანი..
    [?]
    #5 20 მარტი 2020 14:13
    2
    ციტატა: Berlinetta♥
    ბიჭო მარტინელი როგორ დაიწუნეს, არადა სხვა დონის ვინგერია, მებრძოლი და ჟილკიანი ბიჭია, იქნებ წაართვან არსენალს რამენაირად ... უკან-უკან მიდის ჩვენი სკაუტების საქმე, ბაზაზე ყავდათ და დაიწუნეს

    გინდა ცენტრფორვარდად დააყენე გამტანიცაა სუარესს წააგავს სტილით. რამდენი მაგარი ტალანტია დღეს ბრაზილიაში, გაბრიელ ვერონი პედრინიო, ენტონი, ჯორგე, გიმარაეში ჰენრიკე და ესენი ვინებს იმატებრნ. რეალმა წახიკა ყველა, ის რეინერ ჯესუსიც მაგარი ბიჭია როგორ დათმეს. ამათ კიდე ჭ კლასის ბრაზილიელები მოყავთ, მატეუსი, იუვედან პერეირა, ეხლა კიდე ეს.. კაი რა
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 20 მარტი 2020 14:07
    3
    ციტატა: me da barca
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    არ ვიცი ვინაა ეს,მაგრამ 4,5 მილიონი რა უბედურებაა😂😂, მზეიმარი 55 ღირდა ამის ასაკში,ანუ დღევანდელი ფასებით 140-150. ეეეჰ, რა გააკეთა მაგ ნაგავმააა.

    შეუნდე, აპატიე.😩

    მაგრად მეზიზღება, მესის შემდეგ ეგ მიყვარდა ყველაზე მეტად,მაგრამ ნაგავი აღმოჩნდა! რეალურად მესის შემდეგ საუკეთესო ტალანტი ეგ იყო. დღეს, ნორმალურ გუნდში რომ თამაშობდეს, ოქროს ბურთს მოიგებდა დიდი უპირატესობით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 მარტი 2020 14:00
    0
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    არ ვიცი ვინაა ეს,მაგრამ 4,5 მილიონი რა უბედურებაა😂😂, მზეიმარი 55 ღირდა ამის ასაკში,ანუ დღევანდელი ფასებით 140-150. ეეეჰ, რა გააკეთა მაგ ნაგავმააა.

    შეუნდე, აპატიე.😩
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 მარტი 2020 13:58
    3
    ბიჭო მარტინელი როგორ დაიწუნეს, არადა სხვა დონის ვინგერია, მებრძოლი და ჟილკიანი ბიჭია, იქნებ წაართვან არსენალს რამენაირად ... უკან-უკან მიდის ჩვენი სკაუტების საქმე, ბაზაზე ყავდათ და დაიწუნეს
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 20 მარტი 2020 13:43
    3
    არ ვიცი ვინაა ეს,მაგრამ 4,5 მილიონი რა უბედურებაა😂😂, მზეიმარი 55 ღირდა ამის ასაკში,ანუ დღევანდელი ფასებით 140-150. ეეეჰ, რა გააკეთა მაგ ნაგავმააა.