რივალდო: კოუტინიომ "ბარსელონაში" დარჩენისთვის უნდა იბრძოლოს
- 20-03-2020, 13:57
-
marusa barcelona
- 5

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, რივალდომ, თანამემამულის, ფილიპე კოუტინიოს შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. მან კოუტინიოს ურჩია, რომ კატალონიურ კლუბში დაბრუნდეს და სათამაშო დროის მოსაპოვებლად იბრძოლოს.
"ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ კოუტინიო "ბარსელონაში" დაბრუნდება და გულშემატკივარს თავის დონეს აჩვენებს, დაუმტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს. ეს კოუტინიოს პიროვნული თვისებების დემონსტრირება იქნება." - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Tribuna.
Sport-ის ინფორმაციით კი, "ბარსელონა" ფეხბურთელის დაბრუნებას არ გამორიცხავს. სეტიენი კოუტინიოს გამოსაყენებლად მზადაა. კლუბის თავკაცის თქმით, ბრაზილიელი საინტერესო მოთამაშეა. გუნდში საჭიროა ფეხბურთელი, რომელიც პოზიციებს შორის ითამაშებს, შეავსებს სივრცეებს და ინიესტას როლს შეასრულებს. Sport-ის აზრით, სეტიენი კოუტინიოს სწორედ ამ ფუნქციის შემსრულებლად ხედავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]