შესაძლოა, ამერიკული "ელ კლასიკო" გადაიდოს

  • 19-03-2020, 23:36
  • შესაძლოა, ამერიკული "ელ კლასიკო" გადაიდოს

    კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში თითქმის ყველა ღონისძიება შეჩერებულია. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ლიგებიც. ამასთან ერთად, შესაძლოა, ზაფხულში საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე გასამართი "ელ კლასიკოც" გადაიდოს.

    Washington Post-მა თებერვალში დაანონსა, რომ ესპანური გრანდები Relevent Sports-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რის მიხედვითაც, ამერიკაში რიგით მე-2 "ელ კლასიკო" უნდა ჩატარებულიყო.

    COVID-19-ის მიზეზით Relevent Sports-მა ტურინის სინგაპურში გასამართი ნაწილი უკვე გააუქმა. დიდი ალბათობით,"რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება გადაიდება. აღნიშნულის შესახებ ტურნირის წარმომადგენლები As-სთან საუბრობენ:

    "განვიხილავთ, რომ ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ, თუმცა შეხვედრის თარიღს გადავდებთ. სიტუაციის განვითარებას თვალს ვადევნებთ. ნებისმიერ შემთხევაში, ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ელ კლასიკო
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge