პრემიერ ლიგა მინიმუმ 30 აპრილამდე გადაიდო, რას აპირებს ლა ლიგა?
- 19-03-2020, 20:49
-
marusa barcelona
- 3

ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატი ოფიციალურად 30 აპრილამდე გადაიდო. გადაწყვეტილება პრემიერ ლიგის წარმომადგენლებმა ვიდეოკონფერენციის შედეგად მიიღეს.
ინგლისის მსგავსად, ყველა ევროპულმა ქვეყანამ გადადო შიდა ჩემპიონატები, თუმცა კონკრეტული თარიღი დასახელებული არ არის. ლა ლიგამ ჩემპიონატის ორი ტური ოფიციალურად გადადო, თუმცა ზუსტად არავინ იცის, როდის განახლდება ესპანეთში საფეხბურთო სეზონი.
კითხვის ნიშნებს ესპანეთში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობა ბადებს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ესპანეთში 17 000-ზე მეტი ინფიცირებულია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 803-ს აღწევს.
ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ შესაძლოა ლა ლიგა მაისის შუა რიცხვებამდე გადაიდოს.
Cadena SER-ის ინფორმაციით კი, ესპანეთის ჩემპიონატის პირველი და მეორე დივიზიონის მატჩები 23 აპრილის შემდეგ განახლდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]