"ნაპოლიმ" თვალი კუკურელიას დაადგა

"ნაპოლიმ" თვალი კუკურელიას დაადგა

"ბარსელონას" მარცხენა მცველი მარკ კუკურელია, რომელიც ამჟამად "ხეტაფეში" იჯარით იმყოფება, შესაძლოა, იტალიურ "ნაპოლიში" გადავიდეს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, "ნაპოლის" მცველმა, ფაუზი გულამმა, შესაძლოა, გუნდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს. მის შემცვლელად იტალიელები სწორედ 21 წლის ესპანელს განიხილავენ.

"ნაპოლის" კუკურელიასთვის ბრძოლა "ხეტაფესთან" მოუწევს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანურმა კლუბმა მარკის 6 მილიონ ევროდ გამოსყიდვა გადაწყვიტა.

მარკ კუკურელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 34 მატჩი, 1 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. Transfermarkt ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 19 მარტი 2020 11:37
    1
    ციტატა: messi and iniesta
    ამის გაშვება სისულელე იქბება მჯერა რომ მალე ბარსას შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება

    ბარათის თავში ჩამახედა,ეს გაუშვეს და ინვალიდი ფირპო მოიყვანეს,თან ფული გადაიხადეს!!!!
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 19 მარტი 2020 11:24
    1
    ამის გაშვება სისულელე იქბება მჯერა რომ მალე ბარსას შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 მარტი 2020 05:16
    3
    არ უნდა გავუშვათ ეს არა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 19 მარტი 2020 03:39
    4
    ნაპოლი გადაიხდის 25 ს და იეეეს ჩვენ ჩვენს წილ 40 %ს ანუ სადღაც 10 მილიონს მივიღებთ. ხეტაფე კიდე არაფერში 15 მილიონს გაირტყავს. საღოლ ბართომეუ კიდე გაჩარხე ეგეთი ტრანსფერები, ეხლა ფატიზე შეიმუშავე გეგმა, გაუშვი იჯარით სევილიაში, 4 მილიონად გამოსყიდვის უფლებით და ესე 30 % დაიტოვე შემდგომი ტრანსფერიდან წილი. ეგენი რო გაყიდიან ძვირად იხეირებ. მაგ ფულით კიდე ბოტები დაიქირავე მერე რო მესის და პიკეს აგინონ
    Adama traore
    სტუმარი [?]
    #1 19 მარტი 2020 01:17
    3
    ყველა ამაზე ჩალიჩობს და ჩვენთვის რო დავიტოვოთ არა