რაზე სურს საუბარი ფრანსიშკუ ტრინკაუს ლიონელ მესისთან?

რაზე სურს საუბარი ფრანსიშკუ ტრინკაუს ლიონელ მესისთან?

"ბრაგას" 20 წლის პორტუგალიელმა შემტევმა, ფრანსიშკუ ტრინკაუმ, რომელიც მომავალი სეზონიდან "ბარსელონაში" ითამაშებს, უკვე იცის, რაზე ისაუბრებს ლიონელ მესისთან შეხვედრის დროს.

"ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ "ბრაგა" ევროპულ დონეზე აგვეყვანა. ამაზე თავდაუზოგავად ვმუშაობდით მოედანზე და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ უფრო და უფრო უკეთესები ვხდებით. უეჭველად, მესისთან "ბრაგაზე" ვისაუბრებ.

ჩემპიონთა ლიგისა და "ოქროს ბურთის" მოგებაზე არ ვფიქრობ. უბრალოდ ვმუშაობ. რა თქმა უნდა, ამაზე ვოცნებობ. ყოველთვის ერთად ვთამაშობთ, რათა საუკეთესოები ვიყოთ და კლუბს დავეხმაროთ. ეს მიზნები მაქვს, მაგრამ ახლა კონცენტრირებული ვარ მხოლოდ ყოველდღიურ სამუშაოზე. მხოლოდ ასე შევძლებ მივაღწიო იმას, რაც მინდა." - ციტირებს ტრინკაუს სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 მარტი 2020 15:59
    1
    დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 მარტი 2020 15:44
    1
    გუნდის გაახალგაზრდავებაა საჭირო.
    მეკარის პრობლემა მოხსნილია მინიმუმ 7-8წელი.სემედუც ახალგაზრდაა.პიკეს ჩანაცვლებაა საჭირო და ვნახოთ ტოდიბო რას იზამს თორე დე ლიხტია მოსაყვანი.უმტიტი ლენგლე ახალგაზრდები არიან.რაც შეეხება ალბას ჩასანაცვლებელია ისიც მაგრამ ფირპოსი არ მეიმედება.ანხელინიო მაგრად თამაშობს ლაიფციგში და მოვიყვანდი მე პირადად.ბუსკეცი მისმა მოგვარემ უნდა ჩაანაცვლოს ჩემი აზრით ორიოლზე მაქვა საუბარი.იქამდე პალმეირასიდან რო ფერნანდესი იყიდეს იმას შევხედოთ.წინ კარგადაა ყველაფერი არტური ფრენკი პუჩი ალენია+მორიბა.მარჯვენა ფლანგზე ტრინკაო მოვიდა და იმედია ნახევრად მაინც ჩაგვინაცვლებს ლეოს.ცენტრში ლაუტარო გვინდა და მარცხნივ დემბელე +ფატი.კოლიადოსაც დააწინაურებენ ზაფხულში და გვეყოლება ახალგაზრდა გუნდი.ერთი სიტყვით ლაუტარო და ანხელინიო უნდა ვიყიდოთ.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 მარტი 2020 14:09
    4
    "უეჭველად, მესისთან "ბრაგაზე" ვისაუბრებ."
    ხო აბა რა, ამდენი ხანია მესისთან ბრაგაზე არავის უსაუბრია და დიდი ინტერესით მოგისმენს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 18 მარტი 2020 12:33
    2
    მგონია გაამართლებს ეს ბიჭი, წარმატებები ფრანსიშკუ 😍