კორონავირუსი ბლეზ მატუიდისაც დაუდასტურდა

  • 17-03-2020, 23:28
  • კორონავირუსი ბლეზ მატუიდისაც დაუდასტურდა

    კიდევ ერთი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული, ბლეზ მატუიდია. ეს ინფორმაცია ტურინულმა კლუბმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

    "მატუიდიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ფეხბურთელი, რომელიც ოთხშაბათიდან, 11 მარტიდან  ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში იმყოფება, გააგრძელებს მონიტორინგსა და იმავე რეჟიმით ცხოვრებას. ის კარგადაა და ასიმპტომურია." - ნათქვამია "იუვენტუსის" განცხადებაში.

    ბლეზ მატუიდი, დანიელე რუგანის შემდეგ, "ბებერი სინიორას" მეორე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ლა ლიგაშიც გვაქვს. დღეს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ "ვალენსიას" ფეხბურთელების 35% დაინფიცირებულია. კორონავირუსი დაუდასტურდა კატალონიის პრეზიდენტსაც.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    18 მარტი 2020 09:48

    საინტერესოა რონალდუს ვერ გადადეს? ის ხო ყოველ გატანილ გოლზე კუთხურის ალმისკენ გარბოდა ხოლმე და ყველას ეზახდა რო მისულიყვნენ და მიელოცათ.

    0
    გასულია
    me da barca Culé [?]

    18 მარტი 2020 02:56

    მოკლედ მთელი იტალია ინფიცირებულია და ნახევარი ევროპა მოწამლეს.

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV