სავარაუდოდ, რონალდინიო დაკავებამდე ფულის გათეთრებაში იყო ჩართული

სავარაუდოდ, რონალდინიო დაკავებამდე ფულის გათეთრებაში იყო ჩართული

Mundo Deportivo-ს ცნობით, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, იყო თუ არა გარეული ფულის გათეთრებაში რონალდინიო, სანამ პარაგვაის ციხეში აღმოჩნდებოდა.

გაუჩომ და მისმა ძმამ, რობერტომ, სავარაუდოდ, ბრაზილიელი ბიზნესლედისგან, დალია ლოპესისგან, მიიღეს ყალბი პასპორტები. დალიას სურდა, რომ რონალდინიოს საქველმოქმედო მატჩში მიეღო მონაწილეობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლოპესის ფონდის, "ანგელოზთა საძმოს", ფუნქციონირება ამჟამად შეჩერებულია, ხოლო საგამოძიებო პროცესზე პასუხისმგებლობა პარაგვაის ანტიკორუფციული სამინისტროს ხელმძღვანელმა, რენე ფერნანდეშმა, აიღო.

ამასთანავე, გამომძიებლებმა უნდა განსაზღვრონ ის, თუ რამდენად იცოდა რონალდინიომ, რომ ფულის გათეთრებაში იყო თანამონაწილე.

როგორც მოგეხსებათ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და მისმა ძმამ 1.6 მილიონი დოლარი შესთავაზეს გამოძიებას, წინასაპატიმრო დაწესებულებიდან გასათავისუფლებლად, თუმცა სასამართლომ აღნიშნული გირაო არასაკმარისად მიიჩნია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 18 მარტი 2020 10:22
    1
    აუ იმდენი რამე ჰქონია დაშავებული ამას რომ ეხლა მაფიოზობა რომ დააბრალონ არ გამიკვირდება😂