ვიდალი სახლში პირადი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს

ვიდალი სახლში პირადი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს

პარასკევიდან მოყოლებული, როცა "ბარსელონაში" კარანტინი გამოცხადდა, "ლურჯ-ბროწეულსიფერთა" ყველა მოთამაშე სახლში ვარჯიშობს.

არტურო ვიდალი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც საშინაო ვარჯიშებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდა. ჩვეულებრივ დღეებშიც კი ჩილელი დამატებით ვარჯიშებს ასრულებდა, რათა მაღალი ფიზიკური დონე შეენარჩუნებინა. ამჯერად კი 32 წლის ნახევარმცველმა საკუთარ სახლში თავისი პირადი მწვრთნელი, ხუან რამირესი მიიწვია, რომელთან ერთადაც ის ჯერ კიდევ მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობიდან მუშაობს.

Goal-თან ინტერვიუში რამირესმა თქვა, რომ "ბარსელონა" მას ვარჯიშის გეგმას, კვებასა და ვიდალისთვის ზოგად რეკომენდაციებს უგზავნის, ის კი მათ შესრულებას მკაცრად აკონტროლებს, რაც კიდევ უფრო მარტივია, როცა შენს შეგირდთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.