ტრავმიანობას მხოლოდ 3 ფეხბურთელი გადაურჩა

კატალონიის "ბარსელონა" ამჟამად პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მიუხედავად ამისა, რთულია ვთქვათ, რომ "ბლაუგრანასათვის" სეზონი იდეალურად მიდის.
გთავაზობთ Diario AS-ის მიმოხილვას:
• ტრავმებმა ამ სეზონში "ბარსელონა" სულ მცირე 3-ჯერ აზარალა;
• მიმდინარე სეზონში სულ მცირე 16 მოთამაშეს მოუწია, დაზიანების ან ავადმყოფობის გამო რაღაც პერიოდი გაეცდინა;
• ანტუან გრიზმანი, ფრენკი დე იონგი და ივან რაკიტიჩი ის ფეხბურთელები არიან ამ სეზონში, რომლებსაც დაზიანება არ მიუღიათ;
• ფეხბურთელები, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი გამოტოვეს ამ სეზონში - უსმან დემბელე (35), ლუის სუარესი (26), ჟორდი ალბა (12).
• სუარესს, დემბელესა და ნეტუს ოპერაციის გაკეთება დასჭირდათ. ფრანგი კლუბს აგვისტომდე ემშვიდობება. რაც შეეხება ურუგვაელს, მისი რეაბილიტაცია შესანიშნავად მიდის და, შესაძლოა, სამხრეთ ამერიკელი აპრილის ბოლოს დაბრუნდეს;
• გარდა ამისა, ლეო მესი ერთი თვეა დისკომფორტით თამაშობს;
• კორონავირუსი შესაძლებლობას მისცემს ბევრ ფეხბურთელს, სეზონის დარჩენილს ნაწილს ჯანმრთელი შეხვდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]