ლა ლიგა არ გაუქმდება და 30 ივნისამდე დასრულდება

დღეს გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, UEFA-სა და ევროპული საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ყველა ქვეყნის შიდა ჩემპიონატი გაგრძელდება და 30 ივნისამდე დასრულდება. ამ ინფორმაციას Tribuna ავრცელებს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ინფორმაცია დაადასტურა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიმა, ლუის რუბიალესმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ტურნირები 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს ვადა ძალიან მკაცრადაც არაა განსაზღვრული. მთავარია, რომ სამართლიანობის პრინციპი დაცულია. გუნდებმა საუკეთესოს წოდება მოედანზე უნდა მოიპოვონ და უსამართლობას ადგილი არ ექნება. ამ შემოთავაზებას მხარი ყველამ დავუჭირეთ." - ციტირებს რუბიალესის სიტყვებს Marca.
როგორც ირკვევა, ტურნირების, მათ შორის ლა ლიგის მიმდინარე სეზონის გაუქმების საკითხი არ განიხილება და ისინი აუცილებლად დასრულდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]