ზუსტად ერთი წლის წინ - ლეო მესის ბრწყინვალე ჰეთ თრიქი "ბეტისთან" [VIDEO]

ზუსტად ერთი წლის წინ - ლეო მესის ბრწყინვალე ჰეთ თრიქი "ბეტისთან" [VIDEO]

დღეს, 2020 წლის 17 მარტს, ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, "ბეტისის" კარში 3 ულამაზესი გოლი გაიტანა.

ერთი წლის წინ, ამ დღეს, ლა ლიგის 28-ე ტურში "ბეტისთან" გასვლაზე ჩატარებული მატჩი, რომელიც "ბარსამ" 4:1 მოიგო, ლეო მესის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში გამოდგა - მან სევილიელებს 3 ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

არგენტინელმა შემტევმა პირველი გოლი შეხვედრის მე-18 წუთზე გაიტანა, როდესაც საჯარიმოდან ულამაზესი დარტყმით ბურთი პაუ ლოპესისგან მარჯვენა ზედა კუთხეში გაგზავნა. "ლა პულგამ" "ბეტისის" კარი მეორედ პირველი ტაიმის ბოლოს ლუის სუარესის ბრწყინავლე პასის შემდეგ აიღო. განსაკუთრებით სანახაობრივი და ფანტასტიკური ლეოს მესამე გოლი აღმოჩნდა. სწორედ ამ ბურთის შემდეგ "ბენიტო ვილიამარინის" პუბლიკამ ემოციები ვერ დამალა და 32 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი აპლოდისმენტებით დააჯილოდოვა.

ლეო მესიმ, როგორც ყოველთვის, თამაშის შემდეგ თავმდაბლობა გამოიჩინა და სევილიური კლუბის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. გავიხსენოთ მისი კომენტარი: "სიმართლე გითხრათ, მეტოქის ფანებისგან აპლოდისმენტებით დაჯილდოება არ მახსოვს. ძალიან დიდი მადლობა "ბეტისის" გულშემატკივრებს ასეთი რეაქციისთვის. ისინი ჩვენს მიმართ ყოველთვის კარგად განწყობილნი არიან, როდესაც ამ სტადიონზე ჩამოვდივართ. დიდი მადლობელი და ბედნიერი ვარ მოგებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო".

მესისგან არაერთი ჰეთ თრიქი გვინახავს და ეს არც უნდა გვიკვირდეს, თუმცა სევილიური საღამო, გოლების სილამაზისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, ნამდვილად განსაკუთრებული იყო. გავიხსენოთ ლეოს 3 შედევრი "ბეტისის" კარში:

"ბენიტო ვილიამარინის" აპლოდისმენტები მესის:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 18 მარტი 2020 10:08
    0
    ციტატა: GioKakiashvili
    ციტატა: kingarturo
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: B.A.r.c.A
    ციტატა: M10 S9 D11
    დღემდე მეშლება ნერვები რა სეზონი ქონდა ტიპს და როგორ ჩაუსვარა ვალვერდემ ყველაფერში

    Dembelem ...

    დემბელე რა შუაშია

    რა შუაშია და ალისონს ბურთი რო მიუგორა ბოლო წამზე მაგ შუაში :))) რაც არ გაწყობს არ იხსენებ შეგატყე რამოდენიმეჯერ.

    4-0 რომც მოგვეგო მაინც გამოგვაგდებდნენ ისე უსახურად ითამაშეს

    0-4-ზე ლივერპული ითამაშებდა უსახურად, ვერ განეწყობოდნენ ისე, მითუმეტეს როგორც მახსოვს არ სალაჰი ყავდათ და კიდევ ვიღაც ტრავმირებული. ბარსა უფრო დაწყნარებული იქნებოდა და გოლს აუცილებლად გაიტანდა, ლეო გაიხსენეთ როგორ ნერვიულობდა და ისეთები გამაზა რო არ ეკადრებოდა. ცალკე დედის ტყ-ნა რობერტსონს, იმედია არ იკადრებდა განწირულ თამაშში ლეოს ესე დამცირებას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 მარტი 2020 22:57
    1
    ამ თამაშს ლაივში ვუყურე და გამოვ@ევდი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #5 17 მარტი 2020 22:50
    1
    ციტატა: kingarturo
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: B.A.r.c.A
    ციტატა: M10 S9 D11
    დღემდე მეშლება ნერვები რა სეზონი ქონდა ტიპს და როგორ ჩაუსვარა ვალვერდემ ყველაფერში

    Dembelem ...

    დემბელე რა შუაშია

    რა შუაშია და ალისონს ბურთი რო მიუგორა ბოლო წამზე მაგ შუაში :))) რაც არ გაწყობს არ იხსენებ შეგატყე რამოდენიმეჯერ.

    4-0 რომც მოგვეგო მაინც გამოგვაგდებდნენ ისე უსახურად ითამაშეს
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #4 17 მარტი 2020 22:00
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: B.A.r.c.A
    ციტატა: M10 S9 D11
    დღემდე მეშლება ნერვები რა სეზონი ქონდა ტიპს და როგორ ჩაუსვარა ვალვერდემ ყველაფერში

    Dembelem ...

    დემბელე რა შუაშია

    იმ მომენტს ამბობს 1-1 ზე რო ვერ დაარტყა კარგად ბოლო წუთზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 მარტი 2020 21:54
    0
    ციტატა: B.A.r.c.A
    ციტატა: M10 S9 D11
    დღემდე მეშლება ნერვები რა სეზონი ქონდა ტიპს და როგორ ჩაუსვარა ვალვერდემ ყველაფერში

    Dembelem ...

    დემბელე რა შუაშია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 17 მარტი 2020 21:15
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    დღემდე მეშლება ნერვები რა სეზონი ქონდა ტიპს და როგორ ჩაუსვარა ვალვერდემ ყველაფერში

    Dembelem ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 მარტი 2020 21:09
    0
    დღემდე მეშლება ნერვები რა სეზონი ქონდა ტიპს და როგორ ჩაუსვარა ვალვერდემ ყველაფერში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued