"ინტერმა", შესაძლოა, მარტინესის სანაცვლოდ ტრანსფერში არტურის ჩართვა მოითხოვოს

"ინტერმა", შესაძლოა, მარტინესის სანაცვლოდ ტრანსფერში არტურის ჩართვა მოითხოვოს

იტალიური მედია ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" ტრანსფერზე საუბარს აქტიურად განაგრძობს. Tuttosport-ის ინფორმაციით, "ინტერმა" არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, შეიძლება, ტრანსფერში "ბარელონას" ერთი-ერთი მოთამაშის ჩართვა მოითხოვოს.

ანტონიო კონტესთვის რთული იქნება შემტევის გაშვება, თუმცა იტალიელი ბიზნესგარიგებისთვის მზადაა, თუკი "ბარსელონასგან" ნახევარმცველს მიიღებს. აქამდე ყველა ასეთ ნახევარმცველად არტურო ვიდალს მოიაზრებდა. თუმცა, როგორც ჩანს, კონტეს "ინტერისთვის" უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელი სჭირდება - ასეთი კი არტურ მელოა.

იმის გათვალისწინებით, რომ იტალიური კლუბი ლაუტარო მარტინესში 150 მილიონ ევროს ითხოვს, "ბარსელონა", სავარაუდოდ, ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვას დასთანხმდება.

არტური "ბარსელონამ" ორი წლის წინ "გრემიოდან" 31 მილიონ ევროდ შეიძინა. "კამპ ნოუზე" გამოჩენის შემდეგ არტურმა "ბარსელონას" ქომაგთა მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 17 მარტი 2020 21:13
    2
    Yvelapers aketeben roar gamoushvan da bolos iset passhi mogvyidian mtrisas
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 მარტი 2020 21:06
    5
    აბა ეხლა გაასხით აქედან გაიკეთეთ ეგ ლაუტარო უკან მომინდომეს არტური
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Adama traore
    სტუმარი [?]
    #2 17 მარტი 2020 20:52
    1
    ეგ ვერ თქვეს ახლა არანაირად
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #1 17 მარტი 2020 20:52
    1
    რაის არტური, ჯერ ვიდალი სემედუ გრიზმანი ახლა არტურიც