"ვალენსიას" ლეგენდას იმედი აქვს, რომ ფერან ტორესი "ბარსას" უარს ეტყვის

"ვალენსიას" ლეგენდა გაისკა მენდიეტა იმედს გამოთქვამს, რომ გუნდის 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ფერან ტორესი, რომლითაც "ბარსელონა" ინტერესდება, კატალონიურ კლუბს უარით გაისტუმრებს.
ფერან ტორესი "ვალენსიას" აღზრდილია. ის "ღამურების" პირველ გუნდში 2017 წლის ნოემბერში გამოჩნდა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ტორესმა ვალენსიელთა რიგებში უკვე 88 მატჩი ჩაატარა და მან კარგი თამაშით "ბარსელონას", "ლივერპულისა" და "რეალის" ყურადღებაც მიიქცია.
ესპანელ ფეხბურთელს "ვალენსიასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წელს ეწურება. ცნობილია, ფერანმა კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი 2-ჯერ თქვა, რაც მის პოტენციურ მყიდველებს იმედს აძლევს.
"ფერან ტორესი უკვე ძალიან კარგია და დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს კლუბი მის ტრანსფერზე ბევრ შეთავაზებას მიიღებს. იმედი გვაქვს, რომ ის, "ვალენსიას" გულისთვის, გუნდში მრავალი წელი დარჩება." - ციტირებს მენდიეტას სიტყვებს Tribalfootball.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]