კატალონიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • 17-03-2020, 14:30
  • კატალონიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

    კატალონიიდან, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო ცუდი სიახლეები ვრცელდება. ახლახანს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტს, ხოაკიმ ტორას დაუდასტურდა.

    "მინდა შეგატყობინოთ, რომ გარკვეული სიმპტომების გამოვლენის გამო კორონავირუსზე შემამოწმეს და დადებითი პასუხები მივიღე. კატალონიაში დაახლოებით უკვე 1000-ზე მეტი ინფიცირებულია. უახლოეს დღეებში რაოდენობა გაიზრდება. ქვეყანა უზარმაზარი გამოწვევის წინაშე დგას. ახლა სამოქალაქო თვითშეგნება, სოლიდარობა და სულგრძელობა გვჭირდება უფრო მეტად, ვიდრე არასდროს. აი, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ გთოხვთ, რომ სახლში დარჩეთ." - აცხადებს კატალონიის პრეზიდენტი.

    კატალონიაში უკვე რამდენიმე დღეა კარანტინია გამოცხადებული. აფთიაქებისა და სუპერმარკეტების გარდა ყველაფერი დახურულია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    17 მარტი 2020 16:25

    და ეს რომელი პრეზიდენტია, მადრიდს რო უძვრება თუ დამოუკიდებლობისთვის რო იბრძვის.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV