ბართომეუ: ჩვენ ვართ მეტი, ვიდრე კლუბი

ბართომეუ: ჩვენ ვართ მეტი, ვიდრე კლუბი

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ რთულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა და "ბლაუგრანას" არაერთი ფეხბურთელის შემდეგ, სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდა.

"მინდა, მოგმართოთ კლუბის სახელით, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა იმ სიტუაციაში, რომელშიც ვცხოვრობთ. "ბარსელონა", როგორც იურიდიული პირი, ასევე, აქტიურია სპორტის ფარგლებს გარეთ და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

აშკარაა, რომ ეს საგანგებო მდგომარეობა ჩვენს სფეროს (ფეხბურთი) ბევრად აღემატება. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ ეს კრიზისი მხოლოდ ერთად ყველა იმ ინსტრუქციის, რეკომენდაციისა და ბრძანების გათვალისწინებით, რაც ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და რამდენადაც შესაძლებელია, ზარალის შემცირებაში დაგვეხმარება.

კლუბი პასუხისმეგბლობას გრძნობს. ამასთან დაკავშირებით, ყველას მოვუწოდებთ: დროა, სახლში დარჩეთ და ინფექციის რისკი მაქსიმალურად შეამციროთ. სახლში ყოფნა, იშვიათი გამონაკლისებით, არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა.

"ბარსა" მხარს უჭერს საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს გარკვეული ღირებულებები, რომლებიც კლუბზე მეტად გვაქცევს.

მინდა, მხარი დავუჭირო ყველა იმ ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ხალხის მხარეზე ვართ. ჩვენ ვართ კლუბი და ეს ჩვენი ვალდებულებაა." - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 მარტი 2020 01:41
    0
    შენთვის და პერესისთვის როდის მოიცლის ეს კორონა. პერესი ნაღდად ვერ გადაიტანს 180 წლისაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 მარტი 2020 15:29
    2
    ვიყავით სანამ შენ არ მოხვედი პრეზიდენტად
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #1 17 მარტი 2020 13:52
    2
    *ვიყავით ჩემამდეო უნდა გეთქვა