Marca: "ხეტაფემ" კუკურელიას გამოსყიდვა გადაწყვიტა
"ხეტაფეში" განათხოვრებული "ბარსელონას" მარცხენა მცველი, მარკ კუკურელია, სავარაუდოდ, მადრიდულ კლუბში დარჩება.
როგორც Marca იტყობინება, "ხეტაფემ" გადაწყვიტა, რომ 21 წლის ესპანელი ფეხბურთელი, იჯარის ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, 6 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
"ბარსელონას", თავის მხრივ, ექნება უფლება, რომ კუკურელიას სამომავლო ტრანსფერიდან თანხის 40 პროცენტი მიიღოს.
მიმდინარე სეზონში, მარკ კუკურელიამ "ხეტაფეს" მაისურით ლა ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]