რონალდინიოს საჩივარი უშედეგო აღმოჩნდა
Sport ბრაზილიური გაზეთის, UOL-ის მიხედვით იტყობინება, რომ რონალდინიოსა და მის ძმას სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დაუკმაყოფილა.
ისინი გირაოს სახით 1,6 მილიონ დოლარს სათავაზობდნენ, წინასაპატიმრო დაწესებულების დატოვების უფლებით. როგორც წყარო იტყობინება, ეს გირაო ორჯერ მეტი იყო წინა ჯერზე დასახელებულ თანხის ოდენობაზე.
სამშაბათს, რონალდინიომ ასუნსიონში მდებარე, 800 000 დოლარად შეფასებული საკუთარი სახლი შესთავაზა სასამართლოს, სადაც შინაპატიმრობას გააგრძელებდა. თუმცა, აღნიშნული გირაო სასამართლოში არასაკმარისად ჩათვალეს და შესაბამისად ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ.
პასპორტების ფალსიფიცირებისთვის რონალდინიო თავის ძმასთან ერთად სასჯელს ასუნსიონში მდებარე, ყველაზე დაცულ საპატიმროში იხდის. ეს ციხე 200-მდე პატიმარს იტევს, რომელთა შორის ნარკოდილერები, პოლიციელები, პოლიტიკოსები და შავი სამყაროს წევრები არიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]