მარტინ ბრეითუეიტს ბარსელონაში სახლი არ აქვს

მარტინ ბრეითუეიტს ბარსელონაში სახლი არ აქვს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ახალწვეულს, მარტინ ბრეითუეიტს, რომელიც "ბლაუგრანამ" თებერვლის ბოლოს დაიმატა, კატალონიის დედაქალაქში სახლი ჯერ კიდევ არ აქვს.

კატალონიური წყაროს ცნობით, 28 წლის თავდამსხმელმა მთელი ამ დროის განმავლობაში ბარსელონაში სახლის მოძებნა ვერ შეძლო, ახლა კი ის კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებულია სასტუმროში დარჩეს. დანიელი შემტევი ისევ სასტუმრო Sofía-ს ბინადარია, რომელიც "კამპ ნოუდან" სულ რაღაც 100 მეტრში მდებარეობს.

როგორც იცით. "ბლაუგრანამ" კორონავირუსის გამო სავარჯიშო სესიები გააუქმა. ბრეითუეიტს შეუძლია სასტუმროს კუთვნილ სავარჯიშო დარბაზში ფორმაზე ინდივიდუალრად იმუშაოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 მარტი 2020 20:25
    5
    არაუშავს არ გაუჭირდება სახლის შოვნა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued