პატრიკ კლუივერტი "ბარსელონას" ქომაგებს მიმართავს

პატრიკ კლუივერტი "ბარსელონას" ქომაგებს მიმართავს

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "ლა მასიის" დირექტორი პატრიკ კლუივერტი "ბლაუგრანას" ქომაგებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ამ დროისთვის ძალიან მძიმე და რთულ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება. უნდა გავამხნევოთ ისინი, ვინც კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ სიტუაციიდან უფრო ძლიერები გამოვალთ, ვიდრე ოდესმე. მივმართავ "ბარსელონას" ყველა ქომაგს, გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და დავიცვათ ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამაინები, დავრჩეთ სახლში." - ციტირებს კლუივერტის სიტყვებს Marca.

აკადემიის დირექტორმა ეს განცხადება ვიდეოს სახით "ლა მასიის" "ტვიტერ" გვერდის საშუალებით გაავრცელა.

ეპიდემიოლოგიური კუთხით ესპანეთში საკმაოდ რთული ვითარებაა. ქვეყანაში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 6 800-ზე მეტია, გარდაცვლილია 208 ადამიანი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი