სატრანსფერო "ელ კლასიკო" ედუარდო კამავინგასთვის
- 14-03-2020, 18:04
-
marusa barcelona
- 2

"ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთის მეტოქეები მხოლოდ მოედანზე როდი არიან. ორ კლუბს შორის ბრძოლა სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურად მიმდინარეობს.
ყოველდღიური მადრიდული გამოცემა As-ის ინფორმაციით, ლა ლიგის ორი გიგანტი "რენის" ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგასთვის ნამდვილ სატრანსფერო ომს გააჩაღებს. 17 წლის ფეხბურთელი თავის ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედაა დასახელებული.
კატალონიელები ანგოლელ ფეხბურთელს ნახევარდაცვის ცენტრში სერჟიო ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრებენ, მადრიდელები კი - კაზემიროს.
საფრანგეთის ჩემპიონატში ახალგაზრდა მოთამაშემ მალევე მიიქცია ყურადღება. "რენის" რიგებში მან 3 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე კამავინგას ღირებულება 42 მილიონი ევროა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]