ადამიანს, რომელსაც აბიდალთან კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა

ადამიანს, რომელსაც აბიდალთან კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა

"ფლამენგოს" მენეჯერს, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა ერიკ აბიდალთან და ფლორენტინო პერესთან, კორონავირუსი დაუდგინდა.

დაახლოებით ერთი საათის წინ, ჟუან ანტონიო პარადო პალომოს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. პანდემია, რომელმაც მსოფლიოს დიდი ზარალი მიაყენა, ასევე დაუდგინდა ბრაზილიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტს, მაურისიო გომეშს.

"ფალემნგოს" მენეჯერი ძალიან განიცდის, რომ მას კავშირი ჰქონდა "ბარსას" სპორტულ დირექტორთან და "რეალის" პრეზიდენტთან დაახლოებით ერთი თვის წინ. იგი პერესს ვალდებებასში შეხვდა, ცოტა ხნის შემდეგ კი აბიდალს, როდესაც "კამპ ნოუს" სპორტული ობიექტებიც მოინახულა.

შეხვედრაზე "რეალიდან" იმყოფებიდნენ ხუნი კალაფატი და ხოსე ანხელ სანჩესი; "ბარსელონადან" კი - რამონ პლანესი, ფრანს კარბო და ჟორდი მურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.