ლუის სუარესი - "ბარსელონას" საიდუმლო იარაღი

ლუის სუარესი - "ბარსელონას" საიდუმლო იარაღი

კორონავირუსის გამო მსოფლიოს საფეხბურთო კალენდარი რადიკალურად შეიცვალა. ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გადადების გამო, შესაძლოა, სეზონი უფრო გვიან დასრულდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

Marca-ს აზრით, თუკი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდება და საფეხბურთო სეზონი ზაფხულში გადაინაცვლებს, კიკე სეტიენს გუნდში ლუის სუარესი ეყოლება. გამოჯანმრთელებული და ფორმაში მყოფი ურუგვაელი, რომელიც მზად იქნება კლუბს მნიშვნელოვან მატჩებში დაეხმაროს.

მუხლის ტრავმის გამო სუარესი "ბარსელონას" იანვრის შემდეგ ვერ ეხმარება. მედიკოსთა ვარაუდით, იგი მაისისთვის გამოჯანმრთელებული იქნება. საკადრო პრობლემების მქონე "ბარსელონასთვის" კი ურუგვაელის დაბრუნება დიდი შვება იქნება. განსაკუთრებით კი შეტევაში, სადაც გოლების გატანა კვლავ ლიონელ მესის კისერზეა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 14 მარტი 2020 18:50
    4
    თან დემბელეც დაგვიბრუნდება