კორონავირუსის გამო გადადებული სანაკრებო დაპირისპირებები

კორონავირუსის გამო გადადებული სანაკრებო დაპირისპირებები

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი სწრაფად გავრცელებამ მრავალი სფერო შეაფერხა. მათ შორის ერთ-ერთი სპორტი, კერძოდ კი ფეხბურთია.

გადაიდო სანაკრებო შეხვედრებიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები მთელ ამ პერიოდს სახლში გაატარებენ.

გადაიდო ამხანაგური შეხვედრა ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის. ფიფამ, ასევე, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ორი რაუნდი გადადო. "ბარსელონას" სამხრეთ ამერიკელი მოთამაშეები არტური, ნეტუ, არტურო ვიდალი და ლიონელ მესი მატჩებს არ ჩაატარებენ.

მიმდინარე მოვლენების ფონზე მოსალოდნელია, რომ სანაკრებო პაუზისას დაგეგმილი სხვა თამაშებიც გადაიდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.