Sky Sports-ის ექსპერტი "ლივერპულს" კოუტინიოს დაბრუნებას ურჩევს

  • 13-03-2020, 19:25
  • Sky Sports-ის ექსპერტი "ლივერპულს" კოუტინიოს დაბრუნებას ურჩევს

    ინგლისური Sky Sports-ის ექსპერტი კლინტონ მორისონი "ლივერპულს" "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი 27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შეძენისკენ მოუწოდებს.

    "იცით, ვის ვისურვებდი, რომ "ლივერპულმა" შეიძინოს? ფანები, ალბათ, გაბრაზდებიან, მაგრამ, ვფიქრობ, ფილიპე კოუტინიოს.

    ჩემი აზრით, კოუტინიო შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა. ის ან "ბაიერნში" ადგილს გაიმყარებს, ან გერმანულ გუნდს დატოვებს. ფილიპე "ბარსელონაში" ნამდვილად ვერ თამაშობდა... მისი თამაში "ლივერპულში" მომწონდა.

    თუმცა, ასეთ ტრანსფერს პერსპექტივა არ აქვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იურგენ კლოპმა კოუტინიოს "ენფილდზე" დაბრუნება მოისურვოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფილიპემ განაცხადა, რომ ის მის ამჟამინდელ კლუბში ბედნიერია." - აცხადებს Sky Sports-ის ექსპერტი.

    კოუტინიო "ლივერპულში" 2013-2018 წლებში ბრწყინავდა. ბრაზილიელი შუახაზელი მერსისაიდული კლუბიდან "ბარსელონაში" 2018 წლის იანვარში 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა მან "ბლაუგრანაში" ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. ფილიპე 2019 წლის ზაფხულიდან მიუნხენის "ბაიერნში" იჯარით იმყოფება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    nika 54 Culé [?]

    13 მარტი 2020 20:16

    ციტატა: ousmane dembele 11
    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    დეიონგი არტური
    მესი გრიზმანი დემბელე
    ლაუტარო
    გვარდიოლა მწვრთნელი ვინ წაგვართმევს ლიგას მინიმუმ 3 წელი

    დემბელე კასტილებით გამოვა?

    0
    გასულია
    Bobi ფანი [?]

    13 მარტი 2020 20:06

    არადა როგორ გვაკლია საჯარიმოს გარედან დარტყმები, მესის იმედად როა ყველა, მარა ვერ ითამაშა ბარსაში და მოკალი თუ გინდა

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    13 მარტი 2020 19:49

    მოიტათ მერე 100 მილიონი და წაიყვანონ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    13 მარტი 2020 19:35

    სანამ კლოპია იქ ამ ფარფატა პეპელას უკან აღარ დაიბრუნებს, ფიზიკურად ჯეჯგვი სასტავით აქ გატენილი გუნდი, რა ფეხებად უნდა ეს თან ის აღარა რაც იყო. ვალვერდემ ვერ ათამაშა კოვაჩთანაც ჩაისვარა და ეხლა რო ყავთ იმასთანაც ჩაქაქული აქ, რომელმა ვეღარ გამოიყენა და ვერ მიუჩინა სათანადო ადგილი ეს უკვე მწვრთნელის ბრალი აღარ არი

    4
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    13 მარტი 2020 19:34

    არსენალს დახატავდა კოუ, იმედია არტეტა წაიყვანს.

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    ousmane dembele 11 წევრი [?]

    13 მარტი 2020 19:34

    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    დეიონგი არტური
    მესი გრიზმანი დემბელე
    ლაუტარო
    გვარდიოლა მწვრთნელი ვინ წაგვართმევს ლიგას მინიმუმ 3 წელი

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge