"ბარსელონას" ახალი მარცხენა მცველის პოვნა "ბარსა ბ-ში" შეუძლია

"ბარსელონას" ახალი მარცხენა მცველის პოვნა "ბარსა ბ-ში" შეუძლია

"ბარსელონას" რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს, ყველასთვის ცნობილია. ჟორდი ალბას, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ასაკი ემატება, ხოლო "ბეტისიდან" წელს გადმოსული ჟუნიორ ფირპოს თამაშის ხარისხი ნათელი მომავლის იმედს არ ტოვებს. რა შეუძლია კლუბს გააკეთოს შექმნილ ვითარებაში?

გუშინ Mundo Deportivo-მ იუწყა, რომ "ბარსელონას" სპორტული დირექტორის მოადგილე, რამონ პლანესი, "ლაიფციგის" 23 წლის მარცხენა მცველის, ხოსე ანხელინოს თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. იგი "მანჩესტერ სიტის" ეკუთვნის და მიმდინარე სეზონს გერმანულ გუნდში იჯარის წესით ატარებს. აგრეთვე, ზაფხულში კლუბს გელზენკირხერნის "შალკეში" განათხოვრებული ჟუან მირანდა დაუბრუნდება. ჯერ-ჯერობით, მის იჯარას სასურველი შედეგები ვერ მოაქვს. მის ანგარიშზე მხოლოდ 5 ჩატარებული შეხვედრაა.

მდგომარეობის შეცვლა შეუძლია "ბარსა ბ-ში" მოასპარეზე სერხიო აკიემეს. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც კლუბმა გასულ ზაფხულში "რაიო ვალიეკანოდან" შეიძინა, ბრწყინვალე სეზონს ატარებს. იგი აქტიურად ერთვება შეტევებში და ძლიერი და ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. აკიემე "ბარსა ბ-ს" უცვლელი წევრია და 24 შეხვედრაში გაკეთებული 5 საგოლე პასით ეხმარება გუნდს, დაბრუნდეს სეგუნდა დივიზიონში.

ასევე, უნდა ვახსენოთ ლა მასიას აღსაზრდელი, 16 წლის, ალექს ბალდე, რომელიც "ბლაუგრანას" 19-წლამდელთა გუნდში ასპარეზობს. იგი, აკიემესთან შედარებით, ნაკლები ფიზიკური მონაცემებით, თუმცა მეტი ტექნიკურობით გამოირჩევა.

ბოლო დროს, "ბარსელონა" ძირითად გუნდში ახალი ფეხბურთელის დამატებისას აქცენტს სხვა კლუბიდან ტრანსფერზე აკეთებს და "ბარსა ბ-დან" დაწინაურებული ახალგაზრდები, როგორც წესი, კარიერას რომელიმე საშუალო დონის ევროპულ გუნდში აგრძელებენ. ვიმედოვნოთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შეიცვლება და ლა მასია კვლავ გახდება კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    datogogsadze
    სტუმარი [?]
    #5 13 მარტი 2020 16:07
    2
    კუკურელია გაყიდეს და ფირპო იყიდეს აბა ამათ რა უნდა ელაპარაკო
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #4 13 მარტი 2020 15:57
    1
    ტალიაფიკოზე რა აზრის ხართ?
    InFiNiTe8
    სტუმარი [?]
    #3 13 მარტი 2020 15:19
    5
    რა ბარსა ბ ბიჭო, კუკურელია დაიბრუნეთ... მაგაზე უკეთესი ამ წამს ვინ გყავთ?
    [?]
    #2 13 მარტი 2020 15:15
    1
    რაღა ეხლა მოგინდათ ახალგაზრდები როცა რეალურად არავინ გვყავს წესიერი. გრიმალდო და კუკურელია გაუშვეს და ეხლა მოუნდათ ახალგაზრდების დაფასება.. რაის აკიემე სეგუნდა ბ ში საშუალოდ მოთამაშე ფეხბურთელი რითი დაგვეხმარება, მინახავს მაგის თამაში და მოსიარულე კურიოზია. ლა ლიგაშიც ვნახე მაგის დებიუტი ვალეკანოში და დამიჯერეთ ცაცია დუგლასია. ჯერ ჯერობით მაინც. მოგვიწევს ვინმეს ყიდვა. გრიმალდო თU არა გაია მაინც დავითრიოთ ალბა როცა წავა. ფირპო კი გაიყიდება 25 ად. კუკუ დავაბრუნოთ და ჯერ ალბას კონკურენტი იყოს და ალბა რო წავა ერთი ტრანსფერი დადონ. სხვა გზას ვერ ვხედავ
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #1 13 მარტი 2020 15:15
    5
    კუკურელია დააბრუნეეთ🤦‍♂️🤦‍♂️ტიპი დაფრინავს ხეტაფეშიიი