მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდასტურდა

მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდასტურდა

მორიგი საფეხბურთო მოღვაწე, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტაა. "მეთოფეებმა" 37 წლის სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს და კლუბის საწვრთნელი ბაზა დახურეს.

მიკელ არტეტას კავშირი "ბარსელონასთანაც" აქვს. 1997-1999 წლებში ის "ბლაუგრანას" ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, 1999 წელს "ბარსა ც"-ში, 1999-2002 წლებში კი "ბარსა ბ"-ში.

სან სებასტიანელმა პირველ გუნდში თამაში ვერ მოასწრო, ისე გადავიდა "პარი სენ-ჟერმენში", რის შემდეგაც "რეინჯერსში", "სოსიედადში", "ევერტონსა" და "არსენალში" ითამაშა. 2016 წელს, საფეხბურთ კარიერის დასრულების შემდეგ, არტეტა "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას თანაშემწე გახდა, 2019 წლიდან კი ის "არსენალის" მთავარი მწვრთნელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sons of anarchy
    სტუმარი [?]
    #4 13 მარტი 2020 14:23
    1
    აფსუს ლივერპული ძლივს პრემიერლიგას იგებს და რო გააუქმონ
    გულშემატკივარი [?]
    #3 13 მარტი 2020 13:38
    0
    ხსოვნა იყოს
    ფანი [?]
    #2 13 მარტი 2020 12:51
    3
    საფეხბურთო მოღვაწე :დ
    გულშემატკივარი [?]
    #1 13 მარტი 2020 11:48
    2
    პიზდეეც პრემიერ ლიგაც შეჩერდება ეხლა