კოუტინიო, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
- 12-03-2020, 18:31
-
Tsitsi
- 4

"ბარსელონას" მფლობელობაში მყოფი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს, თუმცა ჯერჯერობით კლუბების სახელები არ ხმაურდება.
As-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ბრაზილიელი მზად არის კვლავ ნისლიან ალბიონს მიაშუროს, თუ მას მიუნხენის "ბაიერნი" არ გამოისყიდის, სადაც ამჟამადაა განათხოვრებული. "რეკორდმაისტერს" მისი 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია.
წყაროს ცნობით, ფილიპე ესპანეთში დაბრუნებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, კოუტინიო ინგლისში 2013-2018 წლებში, "ლივერპულის" რიგებში, ასპარეზობდა, რის შემდეგადაც "ბარსელონაში" გადავიდა, რომელმაც იგი გერმანულ კლუბში გაანათხოვრა.
მიმდინარე სეზონში ფილიპე კოუტინიომ, "ბაიერნის" მაისურით, ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]