ევროპის ჩემპიონატი, შესაძლოა, 1 წლით გადაიდოს

ევროპის ჩემპიონატი, შესაძლოა, 1 წლით გადაიდოს

შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო გადაიდოს. აღნიშნულ ცნობას As ავრცელებს.

მადრიდული გამოცემა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შიდა წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ უეფა, პანდემიის შეჩერების მიზნით, კონტინენტის სანაკრებო ტურნირის 1 წლით გადადებას განიხილავს. აგრეთვე, აღნიშნული ქმედება ევროპის ქვეყნების ფედერაციებს საშუალებას მისცემს, ზაფხულის განმავლობაში, ეროვნული ჩემპიონატები ბოლომდე მიიყვანონ.

მოგეხსენებათ, რომ აპრილამდე უკვე შეჩერდა იტალიის სერია A. დღეს კი ლა ლიგის ბედი გაირკვევა.

ევრო 2020 12 ქალაქში ტარდება: ამსტერდამი, ბაქო, ბილბაო, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, კოპენჰაგენი, დუბლინი, გლაზგო, ლონდონი, მიუნხენი, რომი და სანკტ-პეტერბურგი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    აბრაგი
    სტუმარი [?]
    #4 12 მარტი 2020 19:08
    0
    ჩვენი შეეშინდათ))
    გულშემატკივარი [?]
    #3 12 მარტი 2020 15:32
    1
    თუ მაისამდე არაფერი შეიცვალა ეუროპის ჩემპიონატი ვერ ჩატარდება თან გახსნა რომშია დაგეგმილი ჯობს ერთი წლით გადაიწიოს ეუროპის ჩემპიონატი უმაყურებლოდ კი ხიბლს დაკარგავს ეს ზაფხული არცთუ ისე ცუდი იქნება თუ კოპა ამერიკა ჩატარდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 მარტი 2020 15:12
    2
    შეაჩერეს ლალიგაც.
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 მარტი 2020 15:10
    3
    არადა რა შანსი გვქონდა ევროპაზე რო გვეთამაშა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued