მესის, არგენტინაში ჩასვლის შემთხვევაში, კარანტინში მოათავსებენ

  • 12-03-2020, 13:05
  • მესის, არგენტინაში ჩასვლის შემთხვევაში, კარანტინში მოათავსებენ

    "ბარსელონას" ლიდერს, ლეო მესის, არგენტინაში ჩასვლის შემთხვევაში, კორონავირუსის გამო, კარანტინში მოათავსებენ.

    არგენტინის ხელისუფლების განცხადებით, ნებისმიერ სპორტსმენს, რომელიც ევროპიდან ეროვნულ ნაკრებში იქნება გამოძახებული, 14 დღით კარანტინში მოუწევს ყოფნა.

    "ევროპიდან ჩამოსული ნებისმიერი ფეხბურთელი 14 დღით უნდა იყოს იზოლორებული", - ციტირებს ტურიზმისა და სპორტის მინისტრის, მატიას ლამენსის სიტყვებს TyCSports.

    "თუ თქვენ არ დაიცავთ წესებს, საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეში ჩააგდებთ, რაც დანაშაულია", - განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა.

    ცოტა ხნის წინ, ევროპული კლუბებიდან ეროვნულ ნაკრებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის არაერთი ფეხბურთელი გამოიძახეს, მათ შორისაა ლეო მესიც.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ლიონელ მესი
    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    12 მარტი 2020 14:19

    იმედია ვირუსი არ აღმოაჩნდება

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    12 მარტი 2020 13:26

    კაროჩე რაც არ უნდა სამწუხარო იყოს დროებით უნდა შეჩერდეს ყველა სპორტული ღონისძიება. nba შეწყდა უკვე თუარვცდები.

    6
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    12 მარტი 2020 13:10

    რონალდუ კარანტინში მოათავსეს პიზდეცია

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV