"ბარსა" ფილიპე კოუტინიოს ფასს შეამცირებს
- 11-03-2020, 20:51
-
kraken
- 5

როგორც ირკვევა, ფილიპე კოუტინიო არც "ბარსელონას" და აღარც "ბაიერნს" აღარ სურს.
Sport-ის ცნობით, კატალონიელები მზად არიან 28 წლის ფეხბურთელს ფასი 80 მილიონ ევრომდე დაუკლონ.
ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, ფასის კლების მთავარი მიზეზი ბავარიელების უარია იმ გამოსასყიდი თანხის გადახდაზე, რომელიც "ბარსელონასთან" დადებულ ხელშეკრულებაშია მითითებული (120 მილიონი ევრო).
"ბარსამ" ფილიპე 2018 წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლივერპულიდან შეიძინა. ეს ტრანსფერი მათ 145 მილიონი ევრო დაუჯდათ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ბრაზილიელის სატრანსფერო თანხა დაახლოებით 90 მილიონ ევროს უტოლდებოდა.
ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო ღირებულების ფასმა მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, რა დროსაც ნახევარმცველი 150 მილიონი ევროდ ფასობდა. მას შემდეგ მისი კარიერა არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართა და ამჟამად მისი საშუალო ღირებულება Transfermarkt-ის ცნობით 70 მილიონ ევრომდეა ჩამოსული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]