პეპ გვარდიოლა: მესი პატარა და მორცხვი ჩანდა

  • 11-03-2020, 18:21
  • პეპ გვარდიოლა: მესი პატარა და მორცხვი ჩანდა

    "ბარსელონას" ყოფილმა და "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ არგენტინელ ლეგენდაზე, ლეო მესიზე ისაუბრა.

    "გუნდში მითხრეს, რომ ჩვენი კლუბის რიგებში ძალიან ნიჭიერი ბიჭი ირიცხებოდა. შევიტყვე, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ბევრი გოლი ჰქონდა გატანილი. ერთხელ, როდესაც შევხვდი, გავიფიქრე: "ნუთუ ის მართლა ასეთი კარგია?"

    წინასასეზონო ტურნე გვქონდა შოტლანდიაში, სადაც 6:1 და 5:0 მოვიგეთ. თითოეულ მატჩში მან 3 გოლი გაიტანა. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩვენ მასთან ერთად ყველაფერს მოვიგებდით." - ციტირებს პეპის სიტყვებს Footballhd.

    საუბარია პერიოდზე, როდესაც გვარდიოლა, როგორც ფეხბურთელი, "ბარსელონაში" ბოლო სეზონს ატარებდა, მესი კი არგენტინიდან კატალონიაში ახალი გადასული იყო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    12 მარტი 2020 00:52

    დაბრუნდი რა გვარდი დაბრუნდი რა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    11 მარტი 2020 21:55

    ეეხ, მესის ახალგაზრდობა გამახსენდა. რას დარბოდა ბიჭი. ჩელსისთან მახსოვს 2006-ში ზამენიდან რო სემოვიდა და რო დააწიოკა მთელი დაცვა, ტერი როგორ დასდევდა და ცდილობდა როგორმე დაემტვრია. ბოლო ბოლო დაამტვრიეს იმ თამაშში ხო როგორც მახსოვს. და ფინალიც მაგიტომ გამოტოვა. აფსუს ეხლა იწყებდეს ეს კარიერას.....

    1
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    11 მარტი 2020 20:36

    პეპ შენ უნიკალური იყავი 💓💫

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    11 მარტი 2020 19:23

    მესი ყველა დროის საუკეთესოა, ასევეა გვარდიც, რინუს მიხელსთან და კრუიფთან ერთად.

    3
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Tsitsi რედაქტორი [?]

    11 მარტი 2020 19:11

    ციტატა: FloweN
    არდა ბარსას ფეხბურთელია, კონტრაქტი გაწყვიტეს ბასაქეშირთან თუ რაცაა :დ და სადაა ვინმეს ინფო არ გაქვთ?

    კი, ნაადრევად გაწყვიტეს კონტრაქტი. ამჟამად ტრავმირებულია.

    1
    გასულია
    FloweN გულშემატკივარი [?]

    11 მარტი 2020 18:47

    არდა ბარსას ფეხბურთელია, კონტრაქტი გაწყვიტეს ბასაქეშირთან თუ რაცაა :დ და სადაა ვინმეს ინფო არ გაქვთ?

    0
    გასულია
    Tsitsi რედაქტორი [?]

    11 მარტი 2020 18:38

    ციტატა: kingarturo
    tsitsi ძალიან კარგად მუშაობ, ყოჩაღ.

    მადლობა 😍

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV