Cadena Ser: ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ განაცხადშია

Cadena Ser: ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ განაცხადშია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, მარტის ბოლოს, გერმანიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის, "ბარსელონას" შემტევს, ანსუ ფატის გამოიძახებს. ინფორმაციას Cadena Ser ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ფატი ერთ-ერთი იქნება იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ. საუბარია, აგრეთვე, ლა მასიას აღზრდილ ადამა ტრაორესა და "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველ მიკელ მერინოზე. სრული შემადგენლობა ოფიციალურად 20 მარტს გამოქვეყნდება.

ესპანეთის ნაკრები გერმანიას 26 მარტს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ, ამსტერდამში, ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

17 წლის ფეხბურთელის დებიუტი 21-წლამდელელთა ნაკრებში გასული წლის ოქტომბერში, მონტენეგროს წინააღმდეგ, შედგა. მას ეროვნულ გუნდში შეხვედრა ჯერ-ჯერობით არ ჩაუტარებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 მარტი 2020 19:38
    2
    წარმატებები ანსუ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 11 მარტი 2020 19:37
    2
    ეს და პედრი ახალი ესპანეთის ლიდერები აღიან.
    Culé [?]
    #1 11 მარტი 2020 16:49
    4
    წარმატებები ფატი.აბა შენ იცი მიაწექი ძმა.ესპანეთის ნაკრებში ბარსელონას ფეხბურთელები და გვარდიოლას სათამაშო სტილი დომინირებდა და მათი წყალობით კოიგეს მსოფლიო.მომავალშიც ეგრე უნდა იყოს
    --------------------
    სიამაყით ბარსელონელი