არტურო ვიდალს კარანტინში მოათავსებენ

  • 11-03-2020, 14:52
  • არტურო ვიდალს კარანტინში მოათავსებენ

    "ბარსელონას" ჩილელ ფეხბურთელს, არტურო ვიდალს, მიმდინარე თვის ბოლოს, კარანტინში მოათავსებენ. ეს ჩილეს ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.

    ხაიმე მანალიხის თქმით, ყველა ფეხბურთელს, რომელიც ჩილეში იტალიიდან და ესპანეთიდან დაბრუნდება, სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს. ესპანეთიდან კი ჩილეს ნაკრებში მხოლოდ არტურო ვიდალი თამაშობს.

    ჩილე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 26 მარტს ურუგვაის ეწვევა, ხოლო 31 მარტს კოლუმბიას უმასპინძლებს.

    Mundo Deportivo-ს ცობით, თუ ვიდალი პირდაპირ ურუგვაიში ჩავა, მაშინ ის სავალდებულო კარანტინს თავს დროებით აარიდებს, მაგრამ კოლუმბიასთან თამაშისთვის სამშობლოში ჩასვლის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის განკარგუგლებაზე დამორჩილება მაინც მოუწევს.

    ჩილეში, ისევე, როგორც სამხრეთ ამერიკაში, კორონავირუსი აქტიურად გავრცელებული არაა. მთელს კონტინენტზე ინფიცირებულთა რაოდენობა ასს ცოტათი აჭარბებს. გარდაცვლილია ერთი ადამიანი (არგენტინაში). თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, გამოჯანმრთელების შემთხვევა დაფიქსირებული ჯერ არაა. კონკრეტულად ჩილეში 17 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო ურუგვაიში, სადაც ვიდალს თამაში მოუწევს - არცერთი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi🐐🐐❤❤ წევრი [?]

    13 მარტი 2020 19:45

    საშიშია ეგ რაიცი ჩხუბის დროს ვის რას გადადებს ან ვის რას უზამს

    ციტატა: M10 S9 D11
    ამას რა ვირუსი უნდა აღმოაჩნდეს ცხოველია მასტი 😂😂

    თუ აღმოაჩნდა რამე ხალხი ამ ბოლო დროს ცხოველებთან აღარ მიდის ახლოს

    0
    გასულია
    BarcelonaFanTV გულშემატკივარი [?]

    12 მარტი 2020 12:43

    რომ ვუკვირდები საქართველო სხვებთან შედარებით კიდე კაი დღეშია

    0
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    გასულია
    Bola Culé [?]

    11 მარტი 2020 17:14

    ასეთ ფულიან დაცულ და ჯამრთელ ხალხსაც თუ მოერია ვირუსი და რავიცი :დდ

    0
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    11 მარტი 2020 14:58

    ამას "made in china" ვერაფერს დააკლებს😂😂

    8
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    11 მარტი 2020 14:54

    ამას რა ვირუსი უნდა აღმოაჩნდეს ცხოველია მასტი 😂😂

    9
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV