ხავიერ მბუიამბა: პირველ გუნდში მოსახვედრად "ბარსა ბ"-ში მაღალ დონეზე თამაშია საჭირო

ხავიერ მბუიამბა: პირველ გუნდში მოსახვედრად "ბარსა ბ"-ში მაღალ დონეზე თამაშია საჭირო

"ბარსელონას" 19 წლამდელთა გუნდის მცველმა ჰოლანდიურ Voetbal-თან ინტერვიუში კლუბის პირველ გუნდთან ვარჯიშის დღე გაიხსენა.

"სავარჯიშო სესია პირველ გუნდთან ერთად? დე იონგმა მითხრა, რომ მშვიდად ვყოფილიყავი. სესია ინტენსიური არ ყოფილა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებდი."

"გასახდელ ოთახში ტერ შტეგენისა და მესის გვერდით ვიჯექი. მათთან ფოტოებიც გადავიღე და მეგობრებს გავუგზავნე. ისინი ამაყობდნენ ჩემით. ვიმედოვნებ, 2 წელში პირველ გუნდს შევუერთდები. ვაცნობიერებ, რომ პირველ გუნდში მოსახვედრად "ბარსა ბ"-ში მაღალ დონეზე თამაშია საჭირო. ვეცდები ყველაფერი გავაკეთო, რათა კატალონიაში წარმატებას მივაღწიო." - განაცხადა მბუამბამ.

18 წლის ჰოლანდიელი "ბარსელონას" გასულ ზაფხულში "მაასტრიხტიდან" შეუერთდა. 195 სანტიმეტრი სიმაღლის მბუიამბა სავარჯიშო სესიაზე ყველაზე მაღალი ფეხბურთელი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 10 მარტი 2020 13:35
    2
    ეგ ჩვენც ვიცით 😊
    --------------------
    "ბარსელონა" ეს ხომ ფეხბურთის ზეიმია💙❤
    Culé [?]
    #1 10 მარტი 2020 13:34
    3
    დაიგინე?