კიკე სეტიენი "სოსიედადთან" მატჩის შემდეგ

კიკე სეტიენი "სოსიედადთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, "რეალ სოსიედადთან" მატჩი (1-0) ჟურნალისტებთან შეაფასა. 

"თუ არ ვცდები, მათ ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდათ მოგებული, მათ შორის, "რეალთან", "სანტიაგო ბერნაბეუზე". ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. 

"სოსიედადი" ბურთით კარგად მუშაობს. მათ პრესინგის დაძლევა ადვილად შეუძლიათ და შემდეგ თამაშის გასაგრძელებლად შეტევაში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. 

თუმცა, ბურთს ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებდით და ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. 

პენალტის ეპიზოდი კარგად ვერ დავინახე. ყველაფერი სწრაფად მოხდა, ჩემი პოზიციიდან კი მოქმედება არ ჩანდა. 

"რეალთან" წაგება მტკივნეული იყო, მაგრამ ახლა გუნდი ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაშია და ძლიერია. 

ამ ტურში ჩვენ ძლიერი მეტოქის დამარცხება მოვახერხეთ, ახლა კი მადრიდელების ჯერია, რომლებსაც სევილიაში რთული გამოცდა ელით". - განაცხადა სეტიენმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 8 მარტი 2020 13:51
    1
    [quote=kaikaci][quote=Johan Cruyff 14]გილოცავთ 8 მარტს გოგოები ვინც ხართ , მრავალს დაესწარით და ბიჭებსაც გილოცავთ 6-1 მოგებას 3 წელი გავიდა <3[/quote]
    და ვისაც დაბადების დღე გვაქვს? 😁 ისე ესეთი დაბადების დღის საჩუქარი ატავის გაუკეთებია რაც 3 წლის წინ[/


    გილოცავ მაშინ დაბადებისდღესაც ნამდვილად კაი საჩუქარია )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 მარტი 2020 13:44
    0
    კიკე უაზროდ ბურთის გორაობას მორჩი და ცოტა ტაქტიკა დაგვანახე თორე ლიგაზე გადაგვივლიან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 8 მარტი 2020 11:06
    4
    ციტატა: Johan Cruyff 14
    გილოცავთ 8 მარტს გოგოები ვინც ხართ , მრავალს დაესწარით და ბიჭებსაც გილოცავთ 6-1 მოგებას 3 წელი გავიდა <3

    და ვისაც დაბადების დღე გვაქვს? 😁 ისე ესეთი დაბადების დღის საჩუქარი ატავის გაუკეთებია რაც 3 წლის წინ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 მარტი 2020 10:51
    2
    ეჰ , მაგას ჯობია აღიარო რა სვარკასაც გვაყურებინე 80 წუთი. მარტო ათი წუთი ვარგოდა :დ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    Culé [?]
    #1 8 მარტი 2020 10:33
    7
    გილოცავთ 8 მარტს გოგოები ვინც ხართ , მრავალს დაესწარით და ბიჭებსაც გილოცავთ 6-1 მოგებას 3 წელი გავიდა <3