"ბარსელონას", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ახალი სამიზნე ჰყავს

  • 8-03-2020, 09:35
  • "ბარსელონას", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ახალი სამიზნე ჰყავს

    "ვალენსიას" ნახევარმცველმა, ფერან ტორესმა, შესაძლოა, კარიერა "ბარსელონაში" განაგრძოს.

    Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელი კატალონიური კლუბისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა.

    "ღამურებთან" 20 წლის ტალანტს კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. შესაძლებელია, "ბლაუგრანამ" ხელში ის 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩაიგდოს.

    ცნობილია, რომ "ვალენსიას" სურს, ფერანთან მოლაპარაკებები აწარმოოს და ახალი კონტრაქტი შეადგინოს - 100 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი თანხით.

    ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტუაციას "იუვენტუსი", "ლივერპული" და "რეალიც" აკვირდებიან.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    8 მარტი 2020 13:33

    ან ეს ან აუარი უნდა მოვიყვანოთ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV