ივან რაკიტიჩს 4 კლუბი იწვევს
"ბარსელონას" ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს, მსურველთა რიგი დაუდგა - ხორვატი ფეხბურთელის შეძენა 4 კლუბს უნდა.
კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, რაკიტიჩით დაინტერესებულები "ატლეტიკო", "ინტერი", "ჩელსი" და "სევილია" არიან.
გავრცელებული ცნობებით, "ატლეტიკო" რაკიტიჩს უკვე დაეკონტაქტა. მეტიც, Marca-ს ცნობით, 31 წლის შუახაზელმა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტიც კი შეათანხმა.
რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს, "ინტერმა" ხორვატის შეძენა ზამთარში სცადა, თუმცა უშედეგოდ. მილანურმა კლუბმა, შესაძლოა, ნახევარმცველისთვის ბრძოლა განაახლოს.
"ჩელსი" ნახევარდაცვის გასაძლიერებლად გამოცდილ ფეხბურთელს ეძებს. ლონდონელებისთვის რაკიტიჩი იდეაულრი ვარიანტია.
არაა გამორიცხული ივანის "სევილიაში" დაბრუნებაც, სადაც ის 2011-2014 წლებში თამაშობდა.
რაკიტიჩი "ბარსელონას" სასტარო შემადგენლობის წევრი აღარაა. მან მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა ის ძირითადში მხოლოდ 14-ჯერ გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ივანმა სრული 90 წუთი 3 შეხვედრაში ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]