FIFA ესპანეთში სატრანსფერო წესების შეცვლას ითხოვს

FIFA ესპანეთში სატრანსფერო წესების შეცვლას ითხოვს

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FIFA-მ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას (RFEF) სატრანსფერო წესების შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

მადრიდული წყაროს ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) იმ წესის გაუქმებას ითხოვს, რომელიც ესპანურ კლუბებს სატრანსფერო ფანჯრის მიღმა ტრანსფერების განხორციელების საშუალებას აძლევს.

FIFA-ს ეს მოთხოვნა "ბარსელონაში" მარტინ ბრეითუეიტის 20 თებერვალს შემდგარ ტრანსფერს უკავშირდება. ესპანეთის პროფესიონალურმა ლიგამ კატალონიურ კლუბს, უსმან დემბელეს რთული ტრავმის გამო, ტრანსფერის განხორციელების ნება დართო. საპირისპიროდ "ლეგანესს", რომელიც ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძვის, წამყვანი ფეხბურთელის შემცვლელის შეძენის უფლება არ მისცეს, რამაც მადრიდელების უკმაყოფილება გამოიწვია.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ამ წესის გაუქმებას მიმდინარე სეზონის ბოლოსთვის ითხოვს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 თებერვალი 2020 20:58
    0
    ბარსამ დაამტკიცა რომ მათ მართლა ცუდად ჰქონდათ საქმე ამ მხრივ და ასე დაამტკიცოს ლეგანიესმაც რომ ცუდათ ააქვს საქმე და აღარავინ ჰყავს ფორვარდი რეზერვში, ამის მერე მიიღებს ნებართვას. არაფერია აქ არასწორი არასწორია მათხოვრული საჩივრები რაც ესპანელი ნაგავი ხალხია
    --------------------
    THUGS
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 29 თებერვალი 2020 00:05
    1
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    იმ გუნდებსაც გავ*არი კიდე რომელიც ამწესს გამოიყენებს

    😂😂😂😂 ნიკი შეიცვალე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 თებერვალი 2020 23:57
    5
    ესპანეთის ფედერაცია შიდა ჩემპიონატში რას გააკეთებს ფიფას უკანალის საქმე არაა თუ აშკარა მაქინაციებს არ ეხება საქმე რათქმაუნდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 თებერვალი 2020 23:16
    0
    ამ ჩემს რამოსას კიდევ თუ გააუქმებენ.