"ბარსელონა" ტიმო ვერნერისთვის იბრძვის
- 28-02-2020, 20:27
-
DaviD_ViLLa_7
- 14

"ბარსელონამ" თვალი "ლაიფციგის" შემტევს, ტიმო ვერნერს დაადგა. ამ ინფორმაციას The Athletic ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ვერნერმა "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედისგან" შეთავაზებები უკვე მიიღო, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი ფეხბურთელისთვის სასურველი კლუბი "ლივერპულია" და ის მოწვევას მერსისაიდელებისგან ელოდება.
23 წლის თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა, რაც "ბარსასა" და "ლივერპულისთვის" საკმაოდ მისაღები თანხაა, თუმცა "წითლები" მოლაპარაკებების დაწყებას მარტის შუა რიცხვებში აპირებენ.
ვერნერი კატალონიური კლუბისთვის ლუის სუარესის შეცვლის ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია. მან გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 23 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]