მარადონას შვილი: როდესაც ვინმე რონალდუს მესის ადარებს, მაგიდას ვტოვებ
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარებაზე საუბრობს და მის ფავორიტსაც ასახელებს.
"მესი ფენომენია. რონალდუ შესანიშნავი, ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ, როდესაც ვინმე კრიშტიანუს ლეოს ადარებს, უბრალოდ მაგიდას ვტოვებ." - აცხადებს მარადონას ვაჟი El Learguero-სთან ინტერვიუში.
უმცროსმა მარადონამ კომენტარი გააკეთა იმ არგენტინელ ფანებზეც, რომლებიც მესის მიმართ სიძულვილით არიან განწყობილნი და 32 წლის ფეხბურთელს არც ისე წარმატებული სანაკრებო კარიერის გამო აკრიტიკებენ: "მათ ფეხბურთი არ ესმით. ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობ - ერთადერთი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მარტო მოგება შეძლო, მამაჩემი იყო, დანარჩენები მისი დამხმარეები იყვნენ. ბოლო წლებში, სიმართლე ისაა, რომ მესის არავინ დახმარებია."
ინტერვიუს ბოლოს მარადონას შვილმა გაიხუმრა, რომ ის "ნაპოლიში" მესის შეიძენდა: "ლეოს სიამოვნებით გავიფორმებდი. ახლავე! ორშაბათს ის უკვე "ნაპოლის" ფეხბურთელი იქნებოდა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]